მანსტერი (სარაგბო გუნდი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა რაგბის გუნდი|გუნდის სახელი=მანსტერი|დაარსდა=1879|ს...
 
No edit summary
ხაზი 30:
 
2004-2005 წწ. მანსტერი კვლავ გადის პლეი ოფში და ამჯერად ეთიშება ბიარიცთან ბრძოლაში. ეს მატჩი გაიმართა [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ სოსიედადის]] სტადიონზე და გახდა ჰეინიკენის თასის ისტორიაში პირველი მატჩი რომელიც ჩატარდა ესპანეთის ტერიტორიაზე.
[[ფაილი:HeinekenCupFinal06MunsterVBiarritz200506SmallByMike.JPG|მინი|მილენიუმი 2006 წლის ფინალი, რომლსაც მანსტერის 65 000 ქომაგი დაესწრო.]]
 
2005-2006 წლებში, მანსტერი კიდევ ერთელ გადის ჰეინიკენის თასის ფინალში. ნახევარფინალურ მატჩში ტრადიციულ მეტოქეს, ლენსტერს მოუგო დიდი ანგარიშით 30-6. ფინალური მატჩი გაიმართა [[უელსი|უელსში]], [[მილენიუმი (სტადიონი)|მილენიუმის სტადიონზე]] ბიარიცის წინააღმდეგ. დაძაბული მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა 23-19 და მანსტერი ისტორიაში პირველად დაეუფლა ევროპულ თასს.
 
2006-2007 სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ჰეინიკენის თასზე მეოთედფინალშიმეოთხედფინალში გამოეთიშნენ, ხოლო კელტა ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
 
2008 წელს მანსტერმა განახორციელა სუპერ-ტრანსფერი, დაიმატი ზელანდიის ყევლა დროის საუკეთესო მელელოვე დაგ ჰაულეტი (Doug Howlett). ამ სეზონშიც, ჰეინიკენის თასის ფინალში გავიდა გუნდი. ფინალური მატჩი ისევ მილენიუმის სტადიოზე ჩატარდა ფრანგული ტულიზის წინააღმდეგ. ირლანდიელება მოიგეს 16-13 და მეორედ დაუფლნენ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ თასს. ამ წარმატების შემდეგ მთავარი მწვრთნელმა, დექლან კიდნიმ (Declan Kidney) დატოვა მანსტერი და [[ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები|ირლანდიის მორაგბეთა ნაკრების]] მწვრთნელი გახდა. სანაცვლოდ წითელი არმია ჩაიბარა იმდროისთვის ახალბედა ავსტალიელმა ტონი მაკგაჰანმა.
 
2008-2009 წლების სეზონზე მანსტერმა ნახევარფინალი წააგო ლენსტერთან 25–6. ამ მატჩს დაესწრო 82 200 ადამიანი რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებული იყო. 2009 წელს, მანსტერმა მეორედ გაიმარჯვა კელტთა ლიგაში<ref>http://news.bbc.co.uk/sport2/hi/rugby_union/welsh/8023379.stm</ref>.
 
2009-10 წწ. მანსტერი კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეთორმეტედ გადის ჰეინიკენის თასის პლეიფოში. ამჟამადაც ნახევარფინალში წააგო ბიარიცთან და გამოეთიშა ასპარეზობას.
 
2010-11 წწ. სეზონზე, მანსტერმა პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ჯგუფური ეტაპის გადალახვა და ბრძლა ჩელენჯ თასზე განაგრძო. თუმცა ამ ტურნირზეც ვერ მიაღწია წარმატებას, ნახევარფინალი წააგო ინგლისური ჰარლიქუინზთან 20-12. სანუგეშოდ, მანსტერელებმა მესამედ მოიგეს კელტთა ლიგა, ფინალში დუბლინელი მეტოქე დაამარცხეს ანგარიშთ 19-9.
 
2011-12 წლებში მანსტერმა პირველად დაასრული ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით - მოიგო ექვსიდან ექვსივე თამაში. მეოთხედფინალში დაძლია ინგლისური ნორთჰემპთონის ბარიერი და გავიდა ნახევარფინალში. აქ, საკუთარ მოედანზე დამარცხდა ირალნდიურ ალსტერთან - 16-22. ეს იყო მანსტერის ისტორიაში ჰეინიკენის თასზე მეორე მარცხი საკუთარ მოედანზე<ref>www.independent.ie/sport/rugby/heineken-cup/munsters-epic-ends-as-tragedy-2498854.html</ref>. სეზონის ბოლო მანსტერი დატოვა მწვრთნელიმა, რომელიც ზელანდიელი რობ პენით ჩაანაცვლეს<ref>https://web.archive.org/web/20120504202020/http://www.munsterrugby.ie/news/10444.php</ref>.
 
კიდევ ერთელ გავიდა ნახევარფინალში 2012-13 წწ. სეზონზე, სადაც ამჯერად ფრანგულ კლერმონთან წააგო<ref>https://web.archive.org/web/20130503014659/http://www.munsterrugby.ie/rugby/11887.php</ref>. კლერმონის შემადგენლობაში ძირითადშ იყო და 78 წუთი ითამაშა ქართველმა [[დავით ზირაქაშვილი|დავით ზირაქაშივილმა]].
 
მომდევნო სეზონში ნახევარფინალში გამოეთიშა ევროპული თასისთვის ბრძოლას. კიდევ ერთმა ფრანგულმა გრანდმა, ტულონმა შეძლო მისი შეჩერება<ref>https://web.archive.org/web/20140427211740/http://www.munsterrugby.ie/news/18412.php</ref>. სეზონის მიმდინარეობისას გუნდი ადტოვა მწვრთნელმა და გადაიბარა ყოფილმა კაპიტანმა ენტონი ფოლმა.
 
=== ჩემპიონთა თასის ხანა ===
2014 წელს ჰეინიკენის თასი წყვეტს არსებობს და სანაცვლოდ ფუძვნდება ევროპის ჩემპიონთა თასი. პირველ სეზონზე, 2014-15წწ. მანსტერი მოხვდა ძალიან რთულ პულში: სარასენსთან, კლერმონთან და სეილ შარქსთან ერთად. საბოლოო ჯამში, ბოლო 17 წელიწადში მეორედ მანსტერი ჩარჩა ჯფგუფში და ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას<ref>https://web.archive.org/web/20150519125943/http://www.munsterrugby.ie/rugby/20623.php</ref>. პარალელურად, კელტთა თასის ფინალში გავიდა მაგრამ გამარჯვება იქაც ვერ შეძლო, წააგო [[გლაზგო|გლაზგოს]] ვორიორსთან<ref>https://web.archive.org/web/20150601011457/http://www.munsterrugby.ie/news/20699.php#.VWrGSnlFDIU</ref>.
 
მანსტერმა ვერც შემდგომ სეზონში შეძლო პულიდან გასვლა. მომდევნო სეზონისთვის რაგბის დირექტორის თანამდებობაზე მოიწვიეს ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მწვრთნელი რასი ერასმუსი.<ref>https://web.archive.org/web/20160427234504/http://www.munsterrugby.ie/news/22485.php</ref>
 
2016-17 წწ. სეზონის მიმდინარეობას მოულოდნელად გარდაიცვალა ენტონი ფოლი<ref>https://web.archive.org/web/20161018204239/http://www.munsterrugby.ie/news/23295.php#.WAN_rfkrLIU</ref>. მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა ლიმერიკში, სადაც მანსტერმა გლაზგოს უმასპინძლა და 38-17 მოუგო. ფოლის საპატავისაცემოდ 8 ნომრიანი მაისურით არავის უთამაშა, სანაცვლოდ სი ჯეი სტანდერმა 24 ნომრით ითამაშა<ref>https://www.munsterrugby.ie/match-stats/?FixGuid=16MG3296</ref>. ჩემპიონთა თასის მესამე სეზონზე ირლანდიელებმა როგორც იქნა დაძლიეს პულის ეტაპი და გავიდნენ პლეიოფში. მეოთხოდფინალი გაიმართა ლიმერიკში, ტულუზის წინააღმდეგ რომელიც წითლებმა 41-16 მოიგეს. ნახევარფინალი მანსტერმა მოქმედ ჩემპიონ, [[ლონდონი|ლონდონის]] სარასენსთან დათმო<ref>https://www.munsterrugby.ie/report/memorable-european-run-comes-to-an-end/</ref>, პრო 12-ს ფინალი კი უელსურ სკარლეტსთან წააგო და ის სეზონიც უტიტულოდ ჩაამთავრა<ref>https://www.munsterrugby.ie/report/aviva-anguish-in-pro12-final/</ref>.
 
2017-18 წწ. სეზონზე მანსტერში რამდენიმე ცვლილება მოხდა. გუნდი დატოვა რასი ერასუმუსმა. მთავარი მწვრთბელი გახდა აფრიკელი იოჰან ვან გრაანი, რომელიც მანამდე შერკინების მწრთნელი იყო. გუნდი ასევე დატოვა მანსტერი ყველა დროის საუკეთესო მელელოვემ საიმონ ზებომ. ვან გრაანი სადებიუტი სეზონში მანსტერი ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ფრანგულ რასინგ 92თან წააგო.<ref>https://munsterrugby.ie/report/munsters-champions-cup-dream-ends-in-bordeaux/</ref> ასევე ნახევარფინალშ გამოეთიშა შიდა ჩემპიონატში ბრძოლას - დუბლინის ლენსტერმა 16-15 მოუგო და აგხდა პრო 14-ს პირველი გამარჯვებული<ref>https://www.munsterrugby.ie/report/munster-lose-semi-final-to-leinster-by-a-point/</ref>.
 
2018-19 წწ. სეზონზე მანსტერმა 14-ე ნახევარფინალი ითამაშა, და ამჯერადაც წააგო ლონდონის სარასენსთან<ref>https://www.munsterrugby.ie/report/report-munster-defeated-by-saracens-in-coventry/</ref>. ნახევარფინალი წააგო დუბლის ლენსტერთანაც პრო-14-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში<ref>https://www.munsterrugby.ie/report/report-munster-fall-to-guinness-pro14-semi-final-defeat/</ref>.
 
== ჯილდოები ==
 
* '''ევროპის ჩემპიონთა თასი'''
** ''გამარჯვებული:'' 2005–06, 2007–08: '''2'''
** ''ფინალისტი'': 1999–2000, 2001–02: '''2'''
* '''პრო-14:'''
** ''გამარჯვებული'': 2002–03, 2008–09, 2010–11: '''3'''
** ''ფინალისტი'': 2001–02, 2004–05, 2014–15, 2016–17: '''4'''
* '''კელტთა თასი:'''
** ''გამარჯვებული'': 2004–05: '''1'''
* '''ირლანდიის პროვინციათშორის ჩემპიონატი:'''
** ''გამარჯვებული'': 1947–48, 1952–53, 1954–55, 1957–58, 1959–60, 1962–63, 1965–66, 1966–67 (shared), 1968–69, 1972–73 (shared), 1973–74, 1975–76 (shared), 1977–78 (shared), 1978–79, 1982–83 (shared), 1987–88 (shared), 1993–94 (shared), 1994–95, 1996–97, 1998–99, 1999–2000, 2000–01: '''22''' (7 shared)
* '''სეტანტანტას ჩელენჯ თასი:'''
** ''გამარჯვებული'': 2007, 2008: '''2'''
 
 
== სქოლიო ==
<references />