მანსტერი (სარაგბო გუნდი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა რაგბის გუნდი|გუნდის სახელი=მანსტერი|დაარსდა=1879|ს...
(განსხვავება არ არის)

19:29, 21 ივლისი 2020-ის ვერსია

მანსტერი (Irish: Rugbaí Mumhan) არის ირლანდიური პროფესიონალური სარაგბო გუნდი, რომლიც წარმოადგენს მანსტერის პროვინციას პრო 14-ში. მათი მთავარი საშინაო არენა არი თომონდ პარკი, ქალაქ ლიმერიკში, თუმცა ხშირად მეტოქეებს მასპინძლობს კორკში, ირლანდიის დამოუკიდებელ პარკზე.

მანსტერი
მეტსახელ(ებ)ი წითელი არმია (The Red Army)
დაარსდა 1879
რეგიონი ლიმერიკი და კორკი, ირლანდია
მოედანი Thomond Park (ტევადობა: 25,600) (ტევადობა - 18,500 ადამიანი)
Irish Independent Park (ტევადობა: 8,008)
ხელმძღვანელი გერი ო'ში
მწვრთნელ(ებ)ი იოჰან ვან გრაანი
კაპიტანი პიტერ ომაჰი
ყველაზე მეტი კეპი დონაქა ოქალაჰან (268)
ყველაზე მეტი ქულა რონან ოგარა (2,625)
ყველაზე მეტი ლელო საიმონ ზებო (60)
ლიგა პრო 14
2018-2019 მე-2, ნახფ.
გუნდის  ფერები
ოფიციალური საიტი
www.munsterrugby.ie

ისტორია

მანსტერი ოფიციალურად დაფუძვნდა 1879 წელს, იმავე წელს როდესაც ირლანდიის პროვინციების კიდევ ორი გუნდი - ლენსტერი და ალსტერი. თუმცა პირველი მატჩი ლენსტერი წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1875 წელს გამართეს.

მიუხედავად იმისა რომ კორკი ლიმერიკზე დიდი ქალაქია, ამ უკანასკნელში რაგბი ძალიან პოპულარულია და მანსტერიც ტრადიციულად უმეტესად ლიმერიკელი მორაგბეებისგან შედგებოდა.

მანსტერ აქვს დიდი ტრადიცია საერთაშორის ტურნეების მოწყობისა. პირველი ტურნე 1905 წელს მოეწყო როდესაც ლიმერიკს ეწვია ლეგენდარული ოლ ბლექსი. ამ მატჩში მანსტერმა წააგო ანგარიშით 0-33. მასნტერი გახდა პირველი ირლანდიური გუნდი რომელმაც შეძლო სამხრეთელი გრანდის დამარცხება, 1967 წელს მათ ავსტრალიას მოუგეს ანგარიშით 11-8.

1973 წელს მანსტერმა ფრეს მიაღწია ახალ ზელანდიასთან, 3-3, ხოლო 1978 წელს გახდა პირველი ირლანდიური გუნდი რომელმაც შეძლო ოლ ბლექსის დამარცხება. ლიმერიკში მანსტერმა 12-0 იმარჯვა[1]. ამ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე კლუბის ერთერთ მთავარ მიღწევად ითვლება. დღემდე პოპულარულია სპექტაკლი Alone it Stands და ალან ინგლიშის წიგნი "ადექი და იბრძოლე: როცა მანსტერმა დაამარცხა ოლ ბლექსი ("Stand Up and Fight: When Munster Beat the All Blacks") რომლებიც ამ მოვლენას ეძღვენება. 2005 წელს ეს წიგნი ირლანდიის ბესტსელერი გახდა.[2]

2008 წელს, ამ გამარჯვებიდან 30 წლის აღსანიშნავად ზელანდია კიდევ ერთხელ ეწვია ლიმერიკს. 76 წუთისთვის მანსტერ იგებდა 16-13, მაგრამ თამაშის მიწურულს ჯო როკოკოს ლელოს წყალობით ზელანდიამ გაიმარჯვა - 16-18. 2016 წელს მანსტერმა მაორებს უმასპინძლა და 27-14 გაიმარჯვა.

ზელანდიის მსგავსად, მანსტერი ავსტრალიასაც ხშირად ეთამაშებოდა. პირველი გამარჯვება ირლანდიელება 1967 წელს შეძლეს. 1992 წელს, მსოფლიო ჩემპიონის რანგში ვოლაბები კორკს ესტუმრნენ და წააგეს ანგარიშით 22-19. მასნტერმა ავსტრალია კიდევ ერთხელ დაამარცხა 2010 წელს, 15-6.[3] საინტერესოა რომ მასნტერს ყველა ქულა ავსტრალიელმა ლეგიონერმა, პოლ ვარვიკმა მოუპოვა (3 ჯარიმა და 2 არეკნი)

პროფესიული ხანა

1995 წლის 26 აგვისტოს, რაგბის საერთაშორისო კავშირმა გამოცხადა რომ რაგბი გახდა "ღია თამაში". ეს ნიშნავდა რომ ყველა შეზღუდვა ფინანსებთან დაკავშირებით მოიხსნა და მორაგბეებს შეეძლოს ხელფასების აღება. ამის შემდეგ ირლანდიაში არსებული 4 პროვინციის გუნდი, მათ შორის მანსტერი გახდა პროფესიონალური სარაგბო კლუბი.

1995-96 წწ. სეზონი იყო პირველი სეზონი როდესაც გაიმართა ევროპის ჰეინიკენის თასი, ახლად დაფუძვნებული ევროპული საკლუბო ტუნირი. ამ ტურნირზე ირლანდია 3 გუნდით იყო წარმოდგენილი - ლენსტერი, მანსტერი და ალსტერი. სადებიუტო სეზონში მანსეტრმა ჯგუფური ეტების გადალახვა ვერ შესძლო. მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 1998-99 სეზონზე მოახერხა მანსტერმა პულიდან გასვლა, და ნახევარფინალამდე მიაღწია.

პირველად ჰეინიკენის თასის ფინალში მანსტერი 2000 წელს გავიდა, თუმცა ერთი ქულით წააგო ინგლისური ნორთჰემპთონთან.

მომდევნო სეზონში მანსტერი ნახევარფინალში გამოეთიშა, სადაც კვლავ ერთი ქულით წააგი, ამჯერად ფრანგულ სტად ფრანსესთან[4]. 2001-02 წწ. სეზონში მანსტერი კიდევ ერთელ გავიდა ფინალში, სადაც ლესტერთან წააგო[5]. ამ სეზონში მანსტერი კელტთა ლიგის ფინალშიც გავიდა, მაგრამ აქაც წააგო ამჯერად დუბლინის ლენსტერთან თანაბარ თამაშში - 24-20.

2002-2003 წწ. სეზონში, მანსტერი კიდევ ერთხელ შეხვდა ლესტერ თაიგერსს, დაამარცხა და გავიდა ნახევარფინალში. თუმცა წინსვლა ფრანგულ ტულუზმა შეაწყვეტინა. ამ სეზონში მანსტერმა პირველად მოიგო კელტა ლიგა, კარდიფში დაამარცხა ოსპრეიზი ანგარიშით 37-17.

2003-2004 წწ. წითელი არმია კვლავ გავიდა ნახევარფინალში და დამარცხდა ინგლისურ ვასპთან.

2004-2005 წწ. მანსტერი კვლავ გადის პლეი ოფში და ამჯერად ეთიშება ბიარიცთან ბრძოლაში. ეს მატჩი გაიმართა ესპანეთში, რეალ სოსიედადის სტადიონზე და გახდა ჰეინიკენის თასის ისტორიაში პირველი მატჩი რომელიც ჩატარდა ესპანეთის ტერიტორიაზე.

2005-2006 წლებში, მანსტერი კიდევ ერთელ გადის ჰეინიკენის თასის ფინალში. ნახევარფინალურ მატჩში ტრადიციულ მეტოქეს, ლენსტერს მოუგო დიდი ანგარიშით 30-6. ფინალური მატჩი გაიმართა უელსში, მილენიუმის სტადიონზე ბიარიცის წინააღმდეგ. დაძაბული მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა 23-19 და მანსტერი ისტორიაში პირველად დაეუფლა ევროპულ თასს.

2006-2007 სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ჰეინიკენის თასზე მეოთედფინალში გამოეთიშნენ, ხოლო კელტა ლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

  1. https://www.telegraph.co.uk/sport/rugbyunion/2337205/Munster-savour-slice-of-heaven.html
  2. https://www.telegraph.co.uk/sport/rugbyunion/international/newzealand/3473409/The-day-Munster-shocked-the-All-Blacks-to-the-core-Rugby-Union.html
  3. http://news.bbc.co.uk/sport2/hi/rugby_union/my_club/munster/9196601.stm
  4. https://www.independent.co.uk/sport/rugby/rugby-union/oneills-try-that-never-was-sinks-munster-682134.html
  5. https://www.rugbydump.com/news/the-infamous-hand-of-back-incident-of-2002/