რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმულების ჩამატება
ხაზი 23:
მსოფლიო თასის შემოღება [[რაგბის საერთაშორისო საბჭო|ირბ]]-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზე დაადგინა. ოთხივე [[ბრიტანეთის კუნძულები|ბრიტანული]] ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და [[სამხრეთ ნახევარსფერო|სამხრეთსა]] და [[საფრანგეთი|ფრანგებს]] ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.
 
ირბ-ის მამებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკას]] პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", [[ზიმბაბვე|ზიმბაბველები]] ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარზე მყოფი საბჭოეთის[[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო [[ფიჯი|ფიჯის]] მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა [[ტონგა|ტონგას]].
 
თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. მეოთხედფინალში ყველა უძლიერესი უპრობლემოდ გავიდა. მათთან ერთდ მეოთხედფინალში გავიდა ფიჯიც.
ხაზი 31:
ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რადგან ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. უელსელები კი მანამდე ნახევარფინალში სასტიკად მოისრნენ კივებთან.
ფინალში "[[ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები|ოლ ბლექსის]]" უპირატესობა უდაო იყო და მანაც მეთოდურად გამოუყვანა წირვა "[[საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები|ლე ბლეს]]".
დებიუტმა ყოველმხრივ გაამართლა: ბურთაობა ეშხიანი იყო. სტადიონებზე 600 ათასი კაცი მივიდა, სამასმა მილიონმა კი შეჯიბრს ტელევიზიით 17 ქვეყანაში უცქირა; ირბ-ს სარფად ერთი მილიონი (!) გირვანქა დარჩა. ჰოდა, მამებმაც მაშინ გადაწყვიტეს, თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ გაეთამაშებინათ<ref>http://www.geocities.ws/ovaluri/H7/25_RWC-1987.htm</ref>.
 
== სტადიონები ==