დავით ართმელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
 
==ბიოგრაფია==
დავით ართმელაძე დაიბადა [[1865]] წელს, [[ქვიანი|სოფელ ქვიანში]], გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო [[ოზურგეთი|ოზურგეთში]]. ართმელაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო [[1885]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]]. დაამთავრა [[ტფილისი]]ს ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით), რის შემდეგაც გაიგზავნა [[ელიზავეტპოლი]]ს 156-ე ქვეით პოლკში. 1888 წლის 1 სექტემბერს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება,<ref>{{cite book|author= Николай II. |url= http://dlib.rsl.ru/viewer/01008265193#?page=188 |title= Пехотных полков // Из капитанов в подполковники // Июня 11 дня 1915 года, приказ|year= 1915}}</ref> ხოლო [[1892]] წლის [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] გახდა პორუჩიკი; [[1900]] წლის [[6 მაისი]] — შტაბის კაპიტანი; [[1901]] წლის [[6 მაისი]] — კაპიტანი; [[პირველი მსოფლიო ომი]]ს წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე [[თურქესტანი]]ს ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. 1908 წელს მან იქორწინა სოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც [[1909]] წელს ეყოლა ქალიშვილი ნინა, ხოლო [[1911]] წელს — ვაჟი ილია (შემდგომში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი სსრკ მინისტრთა საბჭოში).
 
[[1915]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]] ართმელაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა.<ref>{{cite book|author= Николай II.|url= http://dlib.rsl.ru/viewer/01008496933#?page=401 |title= Стрелковых полков // Из подполковников в полковники // Мая 31 дня 1916 года, приказ|year=1916}}</ref> [[1917]] წლის იანვარში დაინიშნა მე-16 თურქესტანის პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1917 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.<ref name="RIA">{{cite web|url=http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=1385|title=დავით ადამოვიჩ ართმელიძე|publisher=პროექტი „რუსული არმია დიდ ომში“|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref>