ქაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 59:
პირველად იხსენიებს [[პტოლემე]] ([[II საუკუნე]]). ქაბული შედიოდა [[ქუშანის სამეფო]]ს შემადგენლობაში, შემდეგ – [[ეფტალიტები]]ს ტომობრივ გაერთიანებაში. არაბთა დაპყრობითი ომების პერიოდში ქაბული ნომინალურად ემორჩილებოდა ხალიფა [[მუავია I]]-ს ([[661]]-[[680]] წწ.). [[IX საუკუნე]]ში დაიპყრეს [[საფარიდები|საფარიდებმა]]; შემდეგ დაეუფლნენ [[სამანიდები]], [[ღაზნევიდები]], [[თემურიდები]]. [[XIII საუკუნე]]ში დაანგრია [[ჩინგიზ-ყაენი|ჩინგიზ-ყაენმა]]. [[ბაბური]]ს დროს ქაბული გახდა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა სახელმწიფოს]] დედაქალაქი. [[1747]] წლიდან იყო [[დურანის სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში. [[1773]] წლიდან – მისი დედაქალაქი. [[1839]] წელს ქაბული მიიტაცეს ინგლისის ჯარებმა. [[1919]] წლის თებერვალში ამირა [[ამანულა-ხანი|ამანულა-ხანმა]] ქაბულში გამოაცხადა [[ავღანეთი]]ს დამოუკიდებლობა.
==განათლების სისტემა==
===სკოლები===
[[File:Kabul Medical University in 2006.jpg|thumb|ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტი]]
ავღანეთის განათლების სისტემაზე პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო. ქალაქის საჯარო და კერძო სკოლები გახსნეს 2002 წლიდან, მას შემდეგ, რაც ისინი დახურეს ან გაანადგურეს საბრძოლო მოქმედებების დროს 1980-1990-იანი წლების პერიოდში. [[ჰამიდ ქარზაი]]ს ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებდა მოსწავლეთა სიარულს სკოლებში. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლები არასაკმარისია, როგორც ქაბულში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ავღანეთის განათლების სამინისტრო გეგმავს მომდევნო წლებში უფრო მეტი სკოლის აშენებას, რათა განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის. ქაბულის საშუალო სკოლების ქსელი მოიცავს:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქაბული“-დან