ქაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
==ისტორია==
პირველად იხსენიებს [[პტოლემე]] ([[II საუკუნე]]). ქაბული შედიოდა [[ქუშანის სამეფო]]ს შემადგენლობაში, შემდეგ – [[ეფტალიტები]]ს ტომობრივ გაერთიანებაში. არაბთა დაპყრობითი ომების პერიოდში ქაბული ნომინალურად ემორჩილებოდა ხალიფა [[მუავია I]]-ს ([[661]]-[[680]] წწ.). [[IX საუკუნე]]ში დაიპყრეს [[საფარიდები|საფარიდებმა]]; შემდეგ დაეუფლნენ [[სამანიდები]], [[ღაზნევიდები]], [[თემურიდები]]. [[XIII საუკუნე]]ში დაანგრია [[ჩინგიზ-ყაენი|ჩინგიზ-ყაენმა]]. [[ბაბური]]ს დროს ქაბული გახდა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა სახელმწიფოს]] დედაქალაქი. [[1747]] წლიდან იყო [[დურანის სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში. [[1773]] წლიდან – მისი დედაქალაქი. [[1839]] წელს ქაბული მიიტაცეს ინგლისის ჯარებმა. [[1919]] წლის თებერვალში ამირა [[ამანულა-ხანი|ამანულა-ხანმა]] ქაბულში გამოაცხადა [[ავღანეთი]]ს დამოუკიდებლობა.
==განათლების სისტემა==
[[File:Kabul Medical University in 2006.jpg|thumb|ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტი]]
ავღანეთის განათლების სისტემაზე პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო. ქალაქის საჯარო და კერძო სკოლები გახსნეს 2002 წლიდან, მას შემდეგ, რაც ისინი დახურეს ან გაანადგურეს საბრძოლო მოქმედებების დროს 1980-1990-იანი წლების პერიოდში. [[ჰამიდ ქარზაი]]ს ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებდა მოსწავლეთა სიარულს სკოლებში. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლები არასაკმარისია, როგორც ქაბულში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ავღანეთის განათლების სამინისტრო გეგმავს მომდევნო წლებში უფრო მეტი სკოლის აშენებას, რათა განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის. ქაბულის საშუალო სკოლების ქსელი მოიცავს:
 
*ჰაბიბიას 1903 წ. [[ჰაბიბულა]] ხანის მიერ დაარსებული ბრიტანულ-ავღანური საშუალო სკოლა.
*Esteqlal-ლიცეუმი — 1922 წელს დაარსებული ფრანკო-ავღანური სკოლა.
*მალალაის ქალთა ფრანკო-ავღანური საშუალო სკოლა.
*ამანის 1924 წელს დაარსებული ვაჟთა გერმანულ-ავღანური საშუალო სკოლა.
*აიშა-ი-დურანის ქალთა გერმანულ-ავღანური საშუალო სკოლა.
*რაჰმან ბაბას ვაჟთა ამერიკულ-ავღანური საშუალო სკოლა.
*ქაბულის საერთაშორისო ამერიკულ-ავღანური სკოლა.
* ავღანეთის თურქულ-ავღანური საშუალო სკოლები.
*ღულამ ჰაიდერ ხანის ვაჟთა საშუალო სკოლა.
*აბდულ ჰადი დავის ვაჟთა საშუალო სკოლა.
*ნაზო ანას (XVII-XVIII ს. ცნობილი ავღანელი პოეტი ქალის, შაჰ მირვეის ჰოტაკის დედის) ვაჟთა საშუალო სკოლა.
==უნივერსიტეტები==
ავღანეთში არსებობს არაერთი უმაღლესი სასწავლებლი — უნივერსიტეტები. უნივერსიტეტების ქსელი მოიცავს შემდეგ სასწავლებლებს:
*ავღანეთის ამერიკული უნივერსიტეტი
*ქაბულის უნივერსიტეტი
*ქაბულის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
*რანას უნივერსიტეტი
*ქეთბის უნივერსიტეტი
*[[ნანგარჰარი]]ს უნივერსიტეტი
*[[ჰერათი]]ს უნივერსიტეტი
*[[ბალხი]]ს უნივერსიტეტი
*[[ფაქთია]]ს უნივერსიტეტი
*[[ყანდაარი]]ს უნივერსიტეტი
*ალბერონის უნივერსიტეტი
 
==ჯანმრთელობაზე ზრუნვა==
[[File:Kabul Military Hospital - panoramio.jpg|thumb|სარდარ მოჰამად დაუდ ხანის ჰოსპიტალი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქაბული“-დან