რუსეთის რევოლუცია (1905): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Demonstration Pietarsaari 1905.jpg|300px|მინიატიურა|დემონსტრანტები პიეტარსაარში. [[1905]] წლის შემოდგომა. ]]
'''რუსეთის რევოლუცია''', ''რუსეთის პირველი რევოლუცია'' — [[1905]] წლის იანვრიდან [[1907]] წლის ივნისამდე [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]]ში მიმდინარე მოვლენების სახელწოდება.
 
==მზადება რევოლუციისთვის==
მასობრივ გამოსვლებს ბიძგი გახდა [[სისხლიანი კვირა (1905)|სისხლიანი კვირა]] — [[1905]] წლის [[22 იანვარი|9 (22) იანვრის]] მოვლენები, როდესაც მეფის არმიამ დახვრიტა [[სანქტ-პეტერბურგი]]ს მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც სათავეში ედგა მღვდელი [[გიორგი გაპონი]]. ამ პერიოდში საგაფიცვო მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. არმიაში და ფლოტში დაიწყო მღელვარება, რაც გადაიზარდა ანტიმონარქიულ მოძრაობაში.
 
1 იანვარს სოციალისტურ გაზეთ „Искра“-ში გამოქვეყნდა სტატია პერმანენტული რევოლუციის შესახებ. 4 იანვარს დაიწყო გამოსვლა [[ლენინი]]ს გაზეთმა „Вперед“, რომელიც 18 მაისამდე გამოდიოდა და იაპონიის მიერ ფინანსდებოდა. იაპონია [[რუსეთ-იაპონიის ომი|რუსეთთან ომის]] გამო რუსეთის შიდა არეულობით იყო დაინტერესებული. 13 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა მირსკიმ განაცხადა, რომ 1904 წლის 25 დეკემბრის რეფორმა არ შეეხებოდა გლეხებს. [[ბოლშევიკები]] ემზადებოდნენ შეიარაღებული გამოსვლებისთვის, [[ლეონიდ კრასინი]]ს ხელმძღვანელობით შეიქმნა იარაღის დამამზადებელი არალეგალური ჯგუფები.
 
==სისხლიანი კვირა==
{{მთავარი|სისხლიანი კვირა (1905)}}
მასობრივი გამოსვლების ბიძგი გახდა [[სისხლიანი კვირა (1905)|სისხლიანი კვირა]], რომელიც 9 იანვარს დაიწყო. 2 იანვარს პუტილოვის ქარხნიდან გაათავისუფლეს მუშები, რომლებიც მღვდელ [[გიორგი გაპონი]]ს მეთაურობით პროფკავშირში იყვნენ გაწევრიანებულები. გაპონმა 9 იანვარს მუშების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დაიწყო გაფიცვა. 16 იანვარს მას პეტერბურგის სხვა ქარხნების მუშებიც შეუერთდნენ. 18-20 იანვარს გაპონმა მოამზადა პეტიცია იმპერატორისთვის წარსადგენად. 19 იანვარს მან დაგეგმა მუშათა მასობრივი მსვლელობა ზამთრის სასახლისკენ ცარისთვის პეტიციის წარსადგენად. 20 იანვარს ქალაქის საწარმოები და გაზეთები დაიხურა, რადგან სამუშაო ძალის ორი მესამედი გაფიცვას შეუერთდა. მთავრობამ დაიწყო ძალების თავმოყრა პეტერბურგში და გააფრთხილა მუშები ძალის გამოყენების შესახებ. 21 იანვარს დილით ცნობილი ლიბერალები შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოუწოდეს, არ გამოეყენებინა ძალა მუშათა დემონსტრაციის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, 22 იანვარს დილით არმიამ ცეცხლი გაუხსნა მუშათა მშვიდობიან დემონსტრაციას, სადაც დაიღუპა ათასობით ადამიანი. ქალაქს მოედო არეულობა, დაიწყო დემონსტრაციები და მოროდიორობა. ლიბერალმა ინტელექტუალებმა ხელი მოაწერეს წერილს, რომლითაც გამოაცხადეს რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობა. [[მაქსიმ გორკი]]მ ტელეგრამით აცნობა New York Journal-ს, რომ რუსეთში რევოლუცია დაიწყო.
 
რევოლუციური მღელვარება გაიზარდა მთელს იმპერიაში. 23 იანვარს გაფიცვების დაიხურა პეტერბურგის ყველა ელსადგური. 24-25 იანვარს გაფიცვები დაიწყო [[მოსკოვი|მოსკოვში]], [[ვილნიუსი|ვილნიუსში]], [[კაუნასი|კაუნასსა]] და [[კიევი|კიევში]]. იმპერიის ხელისუფლება ადგილობრივ ჩინოვნიკებს მოუწოდებდა, მიეღოთ გადამწყვეტი ზომები. იმპერატორმა პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა რეაქციონერი ტრეპოვი, მისცა მას ფართო უფლებამოსილებები. დააპატიმრეს გორკი და სხვა ინტელექტუალები, რომლებიც ესწრებოდნენ 21 იანვარს შს მინისტრთან შეხვედრას. სარატოვში ასეთივე პრეპრესიულ პოლიტიკას მიმართავდა გენერალი სტოლიპინი. 26 იანვარს 70 მუშა მოკლეს გაფიცვის დროს [[რიგა]]ში. 27 იანვარს რევოლუცია მოედო [[პოლონეთის სამეფო|რუსეთის პოლონეთს]]. 30 იანვარს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ერმოლოვმა იმპერატორს მიმართა მინისტრთა კაბინეტისა და წარმომადგენლობითი ასამბლეის შექმნის მოთხოვნით, რათა თავიდან აცილებულიყო რევოლუცია. 31 იანვარს გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრი მირსკი. რევოლუცია გავრცელდა არმიასა და შავი ზღვის ფლოტშიც.
 
1 თებერვალს იმპერატორი შეხვედა მუშათა მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელს და განუცხადა მათ, რომ პატიობს დანაშაულს. მისი ბრძანებით შეიქმნა შილდოვსკის კომისია, რომელსაც უნდა განეხილა მუშათა საჩივრები. 19 და 26 თებერვალს მუშები მონაწილეობდნენ ამ კომისიის წევრთა არჩევნებში. ეს იყო პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელიც რუსეთში გაიმართა. თებერვლის ბოლოს რუსეთში, კიევში, დაბრუნდა [[ლევ ტროცკი]]. თებერვლის ბოლოს მასობრივი გამოსვლები დაიწყო [[ორიოლი]]სა და [[ჩერნიგოვი]]ს პროვინციებში. დაპატიმრებულ იქნა [[მენშევიკები]]ს ცენტრალური კომიტეტის სრული შემადგენლობა.
 
გამოსვლების შედეგად მიიღეს [[ოქტომბრის მანიფესტი]], რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ მიიღო პირადი თავისუფლება, სიტყვის, აზრის, დემონსტრაციებისა და კავშირების შექმნის თავისუფლება. ჩამოყალიბდა პარლამენტი, რომელიც შედგებოდა სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმისაგან.
Line 13 ⟶ 23:
[[File:1905 demonstrations plaque.jpg|thumb|300პქ|მემორიალური დაფა თბილისში, რომელიც აღნიშნავს 1905 წელს მუშათა დემონტრაციების ადგილს]]
 
რევოლუციის კერები გაჩნდა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, [[თბილისის გუბერნია|თბილისისა]] და [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიებში]], სადაც რევოლუციას ხელმძღვანელობდა [[მესამე დასი]]ს საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები. საწყის ეტაპზე მუშათა მოძრაობებმა მცირედ წარმატებებსაც მიაღწიეს, დაარსდა ნახალოვკის, გორის, ჭიათურის, ზუგდიდის, ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკები. განსაკუთრებით ძლიერი იყო რევოლუციური მოძრაობა გურიაში, სადაც გლეხებმა [[გურიის რესპუბლიკა]] გამოაცხადეს, რომელი თითქმის ერთი წლის განმავლობაში გასული იყო ხელისუფლების კონტროლისგან. მარტში ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა 1906 წლის იანვრამდე რეალურად ვერ აღადგინა კონტროლი რეგიონზე.
 
==იხილეთ აგრეთვე==