ქაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
==ისტორია==
პირველად იხსენიებს [[პტოლემე]] ([[II საუკუნე]]). ქაბული შედიოდა [[ქუშანის სამეფო]]ს შემადგენლობაში, შემდეგ – [[ეფტალიტები]]ს ტომობრივ გაერთიანებაში. არაბთა დაპყრობითი ომების პერიოდში ქაბული ნომინალურად ემორჩილებოდა ხალიფა [[მუავია I]]-ს ([[661]]-[[680]] წწ.). [[IX საუკუნე]]ში დაიპყრეს [[საფარიდები|საფარიდებმა]]; შემდეგ დაეუფლნენ [[სამანიდები]], [[ღაზნევიდები]], [[თემურიდები]]. [[XIII საუკუნე]]ში დაანგრია [[ჩინგიზ-ყაენი|ჩინგიზ-ყაენმა]]. [[ბაბური]]ს დროს ქაბული გახდა [[დიდ მოგოლთა იმპერია|დიდ მოგოლთა სახელმწიფოს]] დედაქალაქი. [[1747]] წლიდან იყო [[დურანის სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში. [[1773]] წლიდან – მისი დედაქალაქი. [[1839]] წელს ქაბული მიიტაცეს ინგლისის ჯარებმა. [[1919]] წლის თებერვალში ამირა [[ამანულა-ხანი|ამანულა-ხანმა]] ქაბულში გამოაცხადა [[ავღანეთი]]ს დამოუკიდებლობა.
==ჯანმრთელობაზე ზრუნვა==
[[File:Kabul Military Hospital - panoramio.jpg|thumb|სარდარ მოჰამად დაუდ ხანის ჰოსპიტალი]]
 
სამედიცინო საქმე ავღანეთში ცუდად ვითარდება. ჩვეულებრივ, მდიდარი ავღანელები მკურნალობას ეძებენ საზღვარგარეთ, თუმცა ქაბულში სავადმყოფოების რაოდენობა ცოტა არ არის. ესენია:
*ჯინა-ჰოსპიტალი
*საფრანგეთის ბავშვთა სამედიცინო ინსტიტუტი
*ქალაქის საავადმყოფო ქაბულში
*ინდირა განდის ბავშვთა საავადმყოფო
*ჯამჰურიათის საავადმყოფო
*სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის საავადმყოფო
*ვაზირ აქბარ ხანის საავადმყოფო
*მალალას დედათა სამშობიარო
*რაბია-აი-მალკის დედათა სამშობიარო
*მუავანდ-ჰოსპიტალი
*აფშარ-ჰოსპიტალი
*თვალის კლინიკა
*ათა-თურქის ბავშვთა ჰოსპიტალი
*ავღანეთის ამერიკული სამედიცინო ცენტრი
*DK-გერმანული სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი
*CURE საერთაშორისო ჰოსპიტალი
*KIA ISAF როლის 3 ჰოსპიტალი
 
==დაძმობილებული ქალაქები==
*{{დროშა|თურქეთი}}, [[ანკარა]] (2003 წ.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქაბული“-დან