ჯეიმზ სამნერი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მეცნიერი}} '''ჯეიმს სამნერი''' ({{lang-en|James Sumner}}; დ. 19 ნოემბერ...
(განსხვავება არ არის)

15:30, 16 ივლისი 2020-ის ვერსია

ჯეიმს სამნერი (ინგლ. James Sumner; დ. 19 ნოემბერი, 1887 — გ. 12 აგვისტო, 1955) — ამერიკელი ქიმიკოსი. მან აღმოაჩინა რომ ფერმენტები შესაძლოა კრისტალიზდეს, რის გამოც ჯონ ნორთროპთან და უენდელ მერედით სტენლთან ერთად, 1946 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.[12] იგი პირველი იყო, რომელმაც აღნიშნა რომ ფერმენტები პროტეინები არიან.

ჯეიმზ სამნერი
ინგლ. James Batcheller Sumner
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1887(1887-11-19)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Canton[6]
გარდ. თარიღი 12 აგვისტო, 1955(1955-08-12)[7] [1] [2] [3] [4] (67 წლის)
გარდ. ადგილი ბუფალო[7]
დასაფლავებულია Canton Corner Cemetery[8]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ვირუსოლოგი, ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი კორნელის უნივერსიტეტი[6] და Worcester Polytechnic Institute[6]
ალმა-მატერი ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[6] , ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი[6] და Roxbury Latin School
მამა Charles Sumner[9]
დედა Elizabeth Rand Kelly[9]
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[6] , ნობელის პრემია ქიმიაში[10] [11] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

ბიოგრაფია

სამნერი 1887 წლის 19 ნოემბერს, კანტონში, მასაჩუსეტსში დაიბადა.[13] 1910 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტმა მიანიჭა ბაკალავრის წოდება. ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი გაეცნო გამოჩენილ ქიმიკოსებს: როჯერ ადამსს, ფარინგტონ დენიელსს, ფრენკ უიტმერს, ჯეიმს ბრაიან კონანტს და ჩარლზ ლორინგ ჯექსონს. იგი ბიძამისის ბამბის ქარხანაში მცირე პერიოდი მუშაობდა, ამის შემდეგ ასწავლიდა „ელისონის კოლეჯში“, კანადაში. 1912 წელს ბიოქიმიის სწავლა დაიწყო ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, 1914 წელს ოტო ფოლინთან ერთად აიღო დოქტორანტის ხარისხი. ამის შემდეგ ბიოქიმიის ასისტენტ პროფესორად მუშაობდა ქორნელის სამედიცინო სკოლაში, ნიუ-იორკში.[14]

1915 წლის 10 ივლის დაქორწინდა ბერტა ლუის რიკეტზე, წყვილს მოგვიანებით ეყოლა 4 ბავშვი.[15] ისინი 1930 წელს განქორწინდნენ. 1931 წელს სამნერი დაქორწინდა აგნეს ლუნდკვისტზე, თუმცა წყვილის ურთიერთობა 1943 წელს განქორწინებით დასრულდა. მოგვიანებით ჯეიმსმა იქორწინა მერი ბეიერზე, რომელთანაც მას 2 შვილი ეყოლა.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 https://www.gf.org/fellows/all-fellows/james-b-sumner/
  7. 7.0 7.1 Самнер Джеймс Бетчеллер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  10. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1946/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  12. The Nobel Prize in Chemistry 1946 Nobelprize.org The Official Web Site of the Nobel Prize.
  13. Carey, Charles W. (2014-05-14) American Scientists (en). Infobase Publishing, გვ. 354–355. ISBN 9781438108070. ციტირების თარიღი: 17 January 2016. 
  14. James B. Sumner - Biographical.
  15. "Cid Ricketts Sumner", Mississippi Artists and Musicians website. Retrieved July 22, 2012.