Elefant: განსხვავება გადახედვებს შორის

2 652 ბაიტი დაემატა ,  7 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==საბრძოლო ისტორია==
''ფერდინანდები'' პირველად [[კურსკის ბრძოლა]]ში გამოჩნდა. სადაც გამოიყენეს 89 ერთეული., მათი ძირითადი მიზანი ფრონტის ხაზიდან 3 კილომეტრის დაშორებით, [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოური]] [[T-34]]-ის განადგურება იყო,. რასაც წარმატებით უმკლავდებოდნენ. ძირითადი პრობლემა კი მიწისქვეშ დამალული ჭურვებით გამოწვეული, და სხვა მექანიკური პრობლემები გახლდათ. მუხლუხოს ან ამორტიზატორის ნებისმიერი დაზიანების შესაკეთებლად, ეკიპაჟის წევრებს დამატებით 100 მილიმეტრის სისქის (5 ტონა) ბრონის მოხსნა უწევდათ. ტანკის სიმძიმე კი ტანკის სხვა გზით გამოყვანას აძნელებდა. შედარებისთვის Bergepanzer IV-ს, Panzer IV-ის სპეციალური ვარიანტი რომელიც გამოიყენებოდა დაზიანებული ტანკების ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად, დახმარების გარეშე შეეძლო [[Panzer IV]]-ის გამოთრევა, მძიმე [[Tiger I]]-ის გამოსაყვანად სამი ამ ტიპის ტანკი იყო საჭირო, ხოლო ''ფერდინანდის'' გამოთრევა მხოლოდ ერთ მწკრივში ჩაბმულ ერთდროულად მომუშავე 5 ამ ტიპის ტანკს შეეძლო.
 
დამატებით, ''ფერდინანდი'' სავსე იყო ნაკლოვანებებით, არ გააჩნდა ხედვის წერტილები, არ ჰქონდა ტყვიამფრქვევი. ცნობებიდან ვიგებთ, მოწინააღმდეგის ქვეითებს ადვილად შეუმჩნევიათ ეს პრობლემები, ამიტომაც იმალებოდნენ სანამ ტანკი მათ პოზიციებს არ გადაკვეთდა, შემდეგ კი გვერდიდან ესროდნენ ყუმბარებსა და მოლოტოვის კოქტეილებს. მაგრამ სადავო საკითხია ცნობებში აღწერილი მოწინააღმდეგე ქვეითების მარცხები.
 
კურსკის ბრძოლის საწყის ეტაპებზე, როდესაც გერმანელები ანხორციელებდნენ შეტევას, მძიმე ტექნიკის შეკეთება უფრო ადვილი იყო დღე-ღამის ბნელ ნაწილშისაღამოს, ამიტომაც შესაძლებელი იყო დაზიანებული ''ფერდინანდების'' გამოყვანა, შეკეთება და ბრძოლის ველზე დაბრუნება, მაგრამ სიტუაციის შეცვლის თანავე, გერმანელების თავდაცვით რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ეკიპაჟი იძულებული ხდებოდა გაენადგურებინათ ნებისმიერი დაზიანებული ფერდინანდი.
 
''ფერდინანდები'' ოპერირებდნენ ჯგუფ-ჯგუფებად, ამავდროულად თანმხლებ ქვეითთა ჯარებთან ან სხვა ტანკებთან ერთად., რომლებიც აკონტროლებდნენ ტანკების სუსტ წერტილებს.
 
==კურსკის შემდგომი ცვლილებები==
ბრძოლას გადარჩენილი ''ფერდინანდები'' გმაოიყენებოდა თავდასაცავად [[1943]] წლამდე. [[კურსკის ბრძოლა|კურსკის ბრძოლის]] გამოცდილებებზე დაყრდნობით თითოეული მათგანი, [[1944]] წლის 2 იანვარს გაიგზავნა
ნიბელუნგენერკის ქარხანაში ([[ავსტრია]]), გადაკეთდა და გაძლიერდა. 50 გადარჩენილი ტანკიდან 48 ერთეულმა განიცადა ცვლილება. ცვლილებებიდან ყველაზე ადვილად შესამჩნევი იყო, 1) თავის წინა მხარეს დამაგრებული მოძრავი MG 34 ტყვიამფრქვევი; 2)მეთაურის გაუმჯობესებული ხედვის წერტილები; 3) გადაკეთებული შექმნილი ძრავის დამცავი ბადე; 4)ზიმერიტის სახელით ცნობილი საღებავი. (ადვილად მიკრობადი ნაღმების საწინააღმდეგო საღებავი.)
 
პირველი თერთმეტი, გაძლიერებული ''ფერდინანდი'', [[1944]] წლის თებერვალში, გამოიყენა [[653-ე მძიმე ტანკგამანადგურებლი ბატალიონი|653-ე მძიმე ტანკგამანადგურებლმა ბატალიონმა]] [[იტალია]]ში დაწყებული [[ანზიოს ბრძოლა|ანზიოს ბრძოლის]] დროს. დანარჩენი 37 ტანკის გადაკეთება იმავე წლის აპრილში დასრულდა, რომლებიც გამოიყენეს sPzJgrAbt 653 ბატალიონის მეორე და მესამე დანაყოფებმა [[უკრაინა]]ში, [[ტერნოპოლის ბრძოლები|ტერნოპოლის ბრძოლებში]].
354

რედაქტირება