დიელექტრიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

(წაიშალა კატეგორია:ფიზიკა გაჯეტ HotCat-ით)
 
== ფიზიკური თვისებები ==
პირობითად [[გამტარი|გამტარებს]] მიაკუთვნებენ მასალებს [[კუთრი ელექტრული წინაღობა|კუთრი ელექტრული წინაღობით]] ρ < 10<sup>−5</sup> ომი·მ, ხოლო დიელექტრიკებს — მასალებს, რომლებსაც ρ > 10<sup>8</sup> ომი·მ. ამასთან აღსანიშნავია, რომ კუთრი ელექტრული წინაღობა კარგი გამტარებისათვის შეიძლება შეადგენდეს მხოლოდ 10<sup>−8</sup> ომი·მ, ხოლო კარგი დიელექტრიკებისათვის აღემატება 10<sup>16</sup> ომს·მ. ნახევარგამტარების კუთრი წინაღობა მასალების აღნაგობისა და შემადგენლობის მიხედვით, ასევე მათი ექსპლუატაციის პირობების მიხედვით შეიძლება ცვალებადობდესიცვლებოდეს 10<sup>−5</sup>—10<sup>8</sup> ომი·მ. საზღვრებში. ელექტრული დენის კარგი გამტარები არიან ლითონები. 105 ქიმიური ელემენტიდან მხოლოდ ოცდახუთი არის არალითონი, ამასთან ოცი მათგანი ავლენს ნახევარგამტარის თვისებებს. მაგრამ ელემენტარული ნივთიერებების გარდა არსებობენ ათასობით ქიმიური ნაერთები, შენადნობები ან კომპოზიციები გამტარების, ნახევარგამტარების და დიელექტრიკების თვისებებით.
სხვადასხვა კლასის მასალებისათვის კუთრი წინაღობის ზუსტი საზღვარის გავლება ძალიან ძნელია. მაგალითად, ბევრი ნახევარგამტარი დაბალი ტემპერატურისას იქცევიან როგორც დიელექტრიკები. ამასთან დიელექტრიკებმა გაცხელებისას შეიძლება ნახევარგამტარების თვისებები გამოავლინონ. ხარისხობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ლითონებისათვის გამტარობის მდგომარეობა არის ძირითადი, ხოლო ნახევარგამტარებისთვის და დიელექტრიკებისთვის აღზნებულ მდგომარეობა.
 
115

რედაქტირება