Elefant: განსხვავება გადახედვებს შორის

10 226 ბაიტი დაემატა ,  7 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[პორშე|პორშემ]] დაახლოებით 100 ჩარჩო გამოუშვა, წარუმატებელი პროექტისთვის სახელად ''Porsche Tiger''. ჰენშელის წარმატებული ჩარჩოს დიზაინის მსგავსად, პორშეც გეგმავდა მის ჩარჩოზე Krupp-ის ლულის დამაგრებას. განსხვავება იყო მხოლოდ მის ადგილმდებარეობაში. ჰენშელის დიზაინში ლულა შედარებით ცენტრშია, ხოლო პორშეს გადაწყვეტილებით ტანკის წინა მხარეს.
 
რადგან საბოლოოდ გადწყდაგადაწყდა ჰენშელის დიზაინის წარმოებაში გაშვება, პორშეს წარუმატებელი ჩარჩოები გამოიყენეს ახალი, მძიმე ტანკგამანადგურებლის, ''ფერდინანდის'' შესაქმნელად, რომელსაც დაუმაგრეს 88 მილიმეტრისმილიმეტრი სისქისდიამეტრის Panzerjägerkanone 43/2 (Pak 43) ტანკგამანადგურებელი ქვემეხი. იმდროისთვის ახლად შექმნილ Pak 43ს შეეძლო მძიმემოწინააღმდეგის ტექნიკისშორი მანძილიდან განადგურება უფრო ადრე, ვიდრე ამას თავად მოწინააღმდეგე შეძლებდა.
 
==დიზაინი==
რადგან ფერდინანდს ჰიბრიდული ტრანსმისია გააჩნდა, ძრავის განლაგება არ ქმნიდა დიდ პრობლემებს, ამიტომაც, გადაწყდა ჩარჩოს წინა მხარეს, იქ სადაც თავდაპირველად იარაღი იყო განლაგებული, ორმაგი ძრავის დამონტაჟება. ამ ცვლილებამ განაპირობა ტანკის მძღოლისა და მისი დამხმარეს იზოლირება, და ამავდროულად ტანკის დაცარიელებული უკანა ნაწილის ჯავშნით გამაგრება, დანარჩენი ეკიპაჟის წევრებისთვის. ტანკის 100 მილიმეტრის სისქის ჯავშანს უმატებდნენ კიდევ ერთ 100 მილიმეტრიან ფენას, რაც ტანკს 5 ტონით მძიმეს ხდიდა.
 
===მანევრირება===
მოგვიანებით პორშეს ჰაერით გაგრილებადი ორი ძრავი ჩანაცვლდა, ორი 296 ცხენის ძალის მქონე Maybach HL120 TRM ძრავით, ორივე მათგანი ამუშავებდა 500 ამპერიან გენერატორს, რომელიც ელექტრო ენერგიით ამარაგებდა ორ, ტანკის ორივე მუხლუხოს უკანა კბილანაში ჩამონტაჟებულ, 230 კილოვატის სიმძლავრის ელექტრო ძრავებს. ძრავები, რომლის ხარჯზეც ფერდინანდი ენერგიას იღებდა, საწვავის დიდი ხარჯით გამოირჩეოდა. ერთ ლიტრ საწვავზე, ნორმალურ გზაზე, გადიოდა მხოლოდ 0.15 კილომეტრს (100 კილომეტრის დასაფარად სჭირდებოდა 667 ლიტრი საწვავი) მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/ს. ხოლო უსწორმასწორო ადგილებში, ერთ ლიტრ საწვავზე გადიოდა 0.11 კილომეტრს (100 კილომეტრის დასაფარად სჭირდებოდა 909 ლიტრი საწვავი) მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/ს. ამავდროულად, კბილანები გამოსაცვლელი ხდებოდა ყოველ 500-900 კილომეტრში.
 
===შეიარაღება===
ფერდინანდი აღჭურვილი იყო 88 მილიმეტრი დიამეტრის Panzerjägerkanone 43/2 ქვემეხით. 71 კალიბრის სიგრძის მქონე ქვემეხი თავდაპირველად 88 მმ დიამეტრის ანტისაჰაერო ქვემეხის ჩასანაცვლებლად შეიქმნა, რომელიც გამოიყენებოდა [[დიდი სამამულო ომი|დიდ სამამულო ომში]]. მას იმავე ტიპის L/56 ქვემეხისგან განსხვავებით უფრო გრძელი ლულა ჰქონდა, ამიტომაც შედარებით დიდ ჭურვებს ისროდა.
ამ გაძლიერებების ხარჯზე L/71-ს უფრო სქელი ჯავშნის გახვრეტა შეეძლო. ამიტომაც წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 88 მმ L/71 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხად გამოიყენებოდა. ფიქსირებული თავის გამო, ლულას მხოლოდ 28°-ით მობრუნება
8°ით დახრა და 14°ით ამაღლება შეეძლო.
 
===წარმოება===
91 ''Porsche Tiger''-ის ჩარჩო გადაკეთდა ფერდინანდად. წარმოება [[1943]] წლის მარტიდან იმავე წლის მაისამდე გაგრძელდა. 1943 წლის ზაფხულში კი შეიქმნა სამი ''Bergepanzer Ferdinand''-ი, რომლებიც ფერდინანდის სამუზეუმო ვარიანტებია.
 
==საბრძოლო ისტორია==
''ფერდინანდები'' პირველად [[კურსკის ბრძოლა]]ში გამოჩნდა. სადაც გამოიყენეს 89 ერთეული. მათი ძირითადი მიზანი ფრონტის ხაზიდან 3 კილომეტრის დაშორებით, [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოური]] [[T-34]]-ის განადგურება იყო, რასაც წარმატებით უმკლავდებოდნენ. ძირითადი პრობლემა კი მიწისქვეშ დამალული ჭურვებით გამოწვეული, და სხვა მექანიკური პრობლემები გახლდათ. მუხლუხოს ან ამორტიზატორის ნებისმიერი დაზიანების შესაკეთებლად, ეკიპაჟის წევრებს დამატებით 100 მილიმეტრის სისქის (5 ტონა) ბრონის მოხსნა უწევდათ. ტანკის სიმძიმე კი ტანკის სხვა გზით გამოყვანას აძნელებდა. შედარებისთვის Bergepanzer IV-ს, Panzer IV-ის სპეციალური ვარიანტი რომელიც გამოიყენებოდა დაზიანებული ტანკების ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად, დახმარების გარეშე შეეძლო [[Panzer IV]]-ის გამოთრევა, მძიმე [[Tiger I]]-ის გამოსაყვანად სამი ამ ტიპის ტანკი იყო საჭირო, ხოლო ''ფერდინანდის'' გამოთრევა მხოლოდ ერთ მწკრივში ჩაბმულ ერთდროულად მომუშავე 5 ამ ტიპის ტანკს შეეძლო.
 
დამატებით, ''ფერდინანდი'' სავსე იყო ნაკლოვანებებით, არ გააჩნდა ხედვის წერტილები, არ ჰქონდა ტყვიამფრქვევი. ცნობებიდან ვიგებთ, მოწინააღმდეგის ქვეითებს ადვილად შეუმჩნევიათ ეს პრობლემები, ამიტომაც იმალებოდნენ სანამ ტანკი მათ პოზიციებს არ გადაკვეთდა, შემდეგ კი გვერდიდან ესროდნენ ყუმბარებსა და მოლოტოვის კოქტეილებს. მაგრამ სადავო საკითხია ცნობებში აღწერილი მოწინააღმდეგე ქვეითების მარცხები.
 
კურსკის ბრძოლის საწყის ეტაპებზე, როდესაც გერმანელები ანხორციელებდნენ შეტევას, მძიმე ტექნიკის შეკეთება უფრო ადვილი იყო დღე-ღამის ბნელ ნაწილში, ამიტომაც შესაძლებელი იყო დაზიანებული ''ფერდინანდების'' გამოყვანა, შეკეთება და ბრძოლის ველზე დაბრუნება, მაგრამ სიტუაციის შეცვლის თანავე, გერმანელების თავდაცვით რეჟიმში გადასვლის შემდეგ, ეკიპაჟი იძულებული ხდებოდა გაენადგურებინათ ნებისმიერი დაზიანებული ფერდინანდი.
 
''ფერდინანდები'' ოპერირებდნენ ჯგუფ-ჯგუფებად, ამავდროულად თანმხლებ ქვეითთა ჯარებთან ან სხვა ტანკებთან ერთად. რომლებიც
354

რედაქტირება