ვაჟა-ფშაველა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
== ბიოგრაფია ==
გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა [[1861]] წლის 14 ივლისს, თუმცა [[1912]] წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით [[1862]] წლის 15 მაისს (ახ. სტილით 2827 მაისი)<ref name="სახალხო გაზეთი">ვაჟა-ფშაველა, მცირე შენიშვნა, გაზ. „სახალხო გაზეთი“, 1912 წლის 26 აპრილი, № 584</ref>.
 
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც [[ბაჩანა]] და [[თედო რაზიკაშვილი|თედო რაზიკაშვილები]] ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა [[თელავი]]ს სასულიერო სასწავლებელში, [[1877]]-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, [[1879]]-დან [[გორი]]ს სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც [[1882]] წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, [[1883]]-[[1884]] წლებში [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]]ს იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.