ჰაინრიხ ვილანდი: განსხვავება გადახედვებს შორის

გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მეცნიერი}} '''ჰაინრიხ ოტო ვილანდი''' ({{lang-en|Heinrich Otto Wieland}}; დ. ...
(განსხვავება არ არის)

10:38, 12 ივლისი 2020-ის ვერსია

ჰაინრიხ ოტო ვილანდი (ინგლ. Heinrich Otto Wieland; დ. 4 ივნისი, 1877 — გ. 5 აგვისტო, 1957) — გერმანელი ქიმიკოსი. ნაღვლის მჟავაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევებით, 1927 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.[12][13]

ჰაინრიხ ვილანდი
გერმ. Heinrich Otto Wieland
დაბ. თარიღი 4 ივნისი, 1877(1877-06-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი პფორცჰაიმი
გარდ. თარიღი 5 აგვისტო, 1957(1957-08-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7](80 წლის)
გარდ. ადგილი შტარნბერგი[8]
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
 მესამე რაიხი
 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
საქმიანობა ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი Eva Wieland
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემია ქიმიაში[9] [10], Otto Hahn Prize for Chemistry and Physics, თეოდორ ფრერიხსის პრემია, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11], Goethe Medal for Art and Science და Silliman Memorial Lectures

კარიერა

1901 წელს მიუნხენის უნივერსიტეტმა მიანიჭა დოქტორანტის წოდება. 1907 წლის დასაწყისში იყო გერმანული კომპანიის, „ბოერინჯერ ინგელჰეიმის“ კონსულტატი. 1914 წელს გახდა ასოცირებული პროფესორი და მიუნხენის სახელმწიფო ლაბორატორიის ორგანული განყოფილების დირექტორი. 1917 წლიდან 1918 წლამდე ვილანდი მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის ფიზიკური ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში.

1913 წლიდან 1921 წლამდე იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მოგვიანებით გადავიდა ფრეიბურგის უნივერსიტეტში, სადაც მუშაობა დაიწყო ნაღვლის მჟავაზე.

ოჯახი

მამამისი თეოდორ ვილანდი (1846-1928) იყო ფარმაცევტი და ქიმიის დოქტორანტი. ჰაინრიხი კომპანია „ბოერინჯერ ინგელჰეიმის“ დამფუძნებლის, ალბერტ ბოუერინჯერის მეუღლის, ელენას ბიძა იყო. 1915 წლიდან 1920 წლამდე იყო ამ კომპანიის მრჩეველი, ამ პერიოდში მან დაარსა კომპანიის პირველი სამეცნიერო დეპარტამენტი.

ევა ვილანდი, ჰეინრიხ ვილანდის ქალიშვილი, 1937 წლის 14 მაისს დაქორწინდა ფიოდორ ლინენზე.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. Heinrich Wieland BiographicalNobel Foundation.
  9. The Nobel Prize in Chemistry 1927Nobel Foundation.
  10. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  11. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 380.
  12. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის frs არ არის მითითებული ტექსტი; $2
  13. Bernhard Witkop (1993). „Remembering Heinrich Wieland (1877-1957) portrait of an organic chemist and founder of modern biochemistry“. Medicinal Research Reviews. 12 (3): 195–274. doi:10.1002/med.2610120303. PMID 1578969.

გარე ლინკები