მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 32:
[[1244]] წელს მონღოლების შემოსევებს გარიდებულმა [[ხორაზმი|ხორაზმელებმა]], [[ეგვიპტე|ეგვიპტისკენ]] მიმავალ გზაზე [[იერუსალიმი]] დაიპყრეს. მათი მიზანი ეგვიპტელ [[მამლუქები|მამლუქებთან]] დაკავშირება იყო. იერუსალიმი დაინგრა და გადაიწვა. ქრისტიანებმა ვერ შეძლეს მყარად მოეკიდებინათ ფეხი იერუსალიმში, რადგან ხვარაზმელების დაპყრობამდე ორი საუკუნის მანძილზე, იერუსალიმი მუდამ ხელიდან ხელში გადადიოდა. ევროპელი რაინდების მიმართ [[რომის პაპი]]ს მოწოდებებს გამოხმაურებები არ მოყოლია. გერმანელი იმპერატორი [[ფრიდრიხ II დიდი|ფრიდრიხ II]] რომის პაპთან ბრძოლით იყო დაკავებული, [[ინგლისი]]ს მეფე [[ჰენრი III]] კი — ოპოზიციონერ ბარონებს ებრძოდა. ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის იდეით მხოლოდ [[საფრანგეთი]]ს მეფე ლუი IX დაინტერესდა. [[1245]] წელს ლუიმ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ აპირებდა კიდევ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებას. საფრანგეთის მეფემ [[ნორვეგია|ნორვეგიის]] მეფე [[ჰაკონ IV]]-ს ელჩი გაუგზავნა და ლაშქრობაში მონაწილეობა შესთავაზა. თუმცა ლუის მოწვევა, ჰაკონმა არ მიიღო.
 
[[1248]] წლისთვის ფრანგთა მეფემ შეაგროვა 15-ათასიანი არმია, მასში ~3000 რაინდი, 5000 არბალეტოსანი შედიოდა. ექსპედიცია დასაფინანსებლად სოლიდური თანზებითანხები იქნა მოზიდული, რამაც ლაშქრობა ძალიან ძვირადღირებული გახადა. [[1249]] წელს ლუი IX-ს მეთაურობით, ფრანგმა ჯარისკაცებმა მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. ფრანგებმა ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე [[კვიპროსი|კვიპროსზე]] გადაიზამთრეს. კუნძულზე ყოფნისას, ლუი ქრისტიანული ქვეყნების მეთაურებსა და მონარქებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მეფემ დახმარება რომანულ (ლათინურ) იმპერიას, [[ანტიოქია|ანტიოქიის]] სამთავროსა და [[ტამპლიერები|ტამპლიერებს]] სთხოვა.
ფრანგებმა ეგვიპტეში გადასვლისთანავე, [[6 ივნისი|6 ივნისს]] [[დუმიატი]] განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე აიღეს. იერუსალიმზე შესატევად მდიდარი ეგვიპტე, თავის ჯარისთვის ლუის იდეალური ბაზად მიაჩნდა. ჯვაროსნები დუმიატში ექვსი თვით ჩარჩნენ, ამასობაში ფრანგმა ჯარისკაცებმა საბრძოლო სულიკვეთება დაკარგეს და ძარცვას მიყვეს ხელი.