პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
 
== ინდულგენციებით ვაჭრობა ==
პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა [[ინდულგენცია|ინდულგენციებით]] ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისაგან ინდულგენცია ანუ "ცოდვების„ცოდვების მიტევების"მიტევების“ სიგელი.
 
[[1515]] წელს პაპმა [[ლეო X|ლეო X-მ]], წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ [[იოჰანეს ტეტცელი|იოჰანეს ტეტცელს]] დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი.
== 95 თეზისი ==
{{მთავარი|მარტინ ლუთერი}}
საპასუხოდ, [[1517]] წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ქალაქ ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95„95 თეზისი"თეზისი“, სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. [[1518]] წელს [[რომი|რომში]] დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. [[1520]] წელს პაპმა ლეო X–მ თავის მიერ შედგენილ სიგელში ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა საჯაროდ დაწვა პაპის მიერ გამოგზავნილი სიგელი, რითაც უფრო მეტად აღაშფოთა კათოლიკური ეკლესია.
 
პაპმა ლუთერის წინააღმდეგ დახმარებისთვის გერმანელი ერის [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორს [[კარლ V|კარლ V-ს]] მიმართა. კარლ V-მ [[1521]] წელს ქ. ვორმსში მოიწვია გერმანელი მთავრების კრება, სადაც [[მარტინ ლუთერი|ლუთერს]] უარი უნდა ეთქვა თავის მოძღვრებაზე, რასაც ის არ დათანხმდა. სწორედ მაშინ წარმოთქვა ლუთერმა თავისი სახალხოდ ცნობილი ფრაზა: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. საპასუხოდ კარლ V-მ გამოსცა [[ვორმსის ედიქტი|ედიქტი]], რომელიც ლუთერის მოძრაობას კანონგარეშედ აცხადებდა. ლუთერს კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა, რომ არა [[საქსონიის საკურფიურსტო|საქსონიის]] კურფიურისტი ფრიდრიხ ბრძენი, რომელმაც იგი შეიფარა. ეს ბრძოლა გერმანელ პროტესტანტ მთავრებსა და იმპერატორ კარლ V-ს შორის საბოლოოდ [[1555]] წელს აუგსბურგში დადებული [[აუგსბურგის რელიგიური ზავი|რელიგიური ზავით]] დასრულდა, რომლის თანახმადაც ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს, მათი ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია თანახმად პრინციპისა - „ვისიცაა მბრძანებლობა, მისივეა სარწმუნოება“ ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ. აუგსბურგის რელიგიურმა ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა.
 
ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს„ქრისტეს ნაცვლის"ნაცვლის“, ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკენ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის„ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ"შესახებ“, ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა [[მარხვა]], მომლოცველობა, [[აღსარება]], წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.
 
== რეფორმაცია გერმანიის გარეთ ==
 
=== რეფორმაცია ინგლისში ===
ინგლისის მეფე [[ჰენრი VIII]] (1509-1547) თავდაპირველად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ [[1521]] წელს, მეფეს პაპმა [[ლეო X]]-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქორწინებაზე უარი უთხრა ([[1525]]), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „[[ანგლიკანური ეკლესია]]“, რომლის რეფორმირებაც უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, [[ედუარდ VI]]-ის ([[1546]]-[[1553]]) დროს მოხდა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედუარდ VI-ის დედოფალი მერი („კათოლიკედ“ წოდებული, [[1553]]-[[1557]]) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა [[ელიზაბეთ I]]-მა ([[1557]]-[[1603]]) კი [[1559]] წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.
 
=== ჟან კალვინი ===
ანონიმური მომხმარებელი