ნაპოლეონ ბონაპარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 94.240.223.230 ცვლილებების გაუქმება (№3855061)
იარლიყი: გაუქმება
(ბოტი: Austerlitz-baron-Pascal.jpg შეიცვალა La_bataille_d'Austerlitz._2_decembre_1805_(François_Gérard).jpg-ით)
ხაზი 109:
''{{მთავარი|ნაპოლეონის ომები}}''
=== მესამე კოალიციის ომი (1805 წელი) ===
[[ფაილი:La bataille d'Austerlitz-baron-Pascal. 2 decembre 1805 (François Gérard).jpg|thumb|300px|right|ნაპოლეონი [[აუსტერლიცის ბრძოლა]]ში]]
ნაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა [[ინგლისი|ინგლისში]] დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ [[27 აგვისტო]]ს ავსტრიის ჯარები [[ბავარია]]ში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა [[ბულონი]]ს ბანაკიდან [[რაინი|რაინზე]] ფელდმარშალ [[კარლ მაკი]]ს ავსტრიის დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად [[მიხეილ კუტუზოვი|კუტუზოვის]] არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა [[კარლ მაკი|მაკის]] არმიას [[ულმი|ულმთან]] და [[8 ოქტომბერი|8 ოქტომბერს]] აიძულა იგი დანებებოდა. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ჯარები, რომლებიც [[ბრაუნაუ]]ში [[29 სექტემბერი|29 სექტემბერს]] მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან [[დუნაი]]ს მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი [[დუნაი]]ზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] დაამარცხეს [[ედუარდ მორტიე]]ს კორპუსი. [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] მარშალ [[იოახიმ მიურატი]]ს ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. [[1805]] წლის [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]] [[პეტრე ბაგრატიონი]]ს საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) [[შენგრაბენის ბრძოლა]]ში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ [[ოლმიუცი]]საკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. [[1805]] წლის [[2 დეკემბერი|2 დეკემბერს]] [[აუსტერლიცის ბრძოლა]]ში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ [[პრესბურგის ზავი|პრესბურგის ზავს]] ([[1805]]). რუსეთის ჯარები გაიყვანეს [[რუსეთი|რუსეთში]].