ედუარდ შევარდნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 94:
[[1992]] წელს [[საქართველოს პრეზიდენტი|საქართველოს პირველი პრეზიდენტი]] [[ზვიად გამსახურდია]] [[თბილისის ომი|პუტჩის]] შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო [[საქართველოს შეიარაღებული ძალები|ეროვნულმა გვარდიამ]]. პუტჩისტებმა შევარდნაძე მოისწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოს — [[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო|სახელმწიფო საბჭოს]] — ხელმძღვანელად. სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესებში [[მხედრიონი]]ს ლიდერმა, [[ჯაბა იოსელიანი|ჯაბა იოსელიანმა]]. 1992 წლის [[7 მარტი|7 მარტს]] ედუარდ შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა. 1992 წელს ყოველთა წმიდათა ტაძარში შევარდნაძე მოინათლა [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] წესით და ეწოდა ნათლობის სახელი გიორგი. რიტუალი შეასრულა მღვდელმა თეიმურაზ ბერიშვილმა. მისი ნათლიები იყვნენ [[ილია II]], საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქი და პოეტი [[ანა კალანდაძე]].<ref>Kolstø, Pål. Political Construction Sites: Nation-Building in Russia and the Post-Soviet States, p. 70. Westview Press, Boulder, Colorado, 2000.</ref><ref>[https://www.interpressnews.ge/ka/article/289847-patriarki-madloba-gmerts-eduard-shevardnaze-am-kveqnidan-monatluli-maziarebel-kristianad-cavida/ პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა]</ref>
 
1992 წელსწლის 11 ოქტომბერს [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 1992|საპარლამენტო არჩევნებით]] მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის]] თავმჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა [[1995]] წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993–1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის]] პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა [[დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა]]ში (დსთ) 1993 წელს. [[1995]] წელს შექმნა პარტია — [[საქართველოს მოქალაქეთა კავშირი]], რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995–2002 წლებში.
 
შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა: