მონღოლთა იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
'''მონღოლთა იმპერია''' (ძველმონღ. ''Yeke Mongγol ulus'' — მონღოლთა უდიდესი სახელმწიფო, მონღ. ''Их Монгол улс, Монголын эзэнт гүрэн'' ) – სახელმწიფო, რომელიც [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] პირველ ნახევარში ([[1206]] წელს) შეიქმნა [[ჩინგიზ-ყაენი]]სა და მისი [[ჩინგიზიდები|მემკვიდრეების]] დამპყრობლური ომების შედეგად.<ref>Diamond. ''Guns, Germs, and Steel''. p. 367.</ref><ref>''The Mongols and Russia'', by George Vernadsky</ref><ref>''The Mongol World Empire, 1206–1370'', by John Andrew Boyle</ref><ref>''The History of China'', by David Curtis Wright. p. 84.</ref><ref>''The Early Civilization of China'', by Yong Yap Cotterell, Arthur Cotterell. p. 223.</ref><ref>''Mongols and Mamluks: The Mamluk-Ilkhanid War, 1260–1281'' by Reuven Amitai-Preiss</ref>
 
იმპერიის პერიოდში შედიოდა [[ცენტრალური აზია]], სამხრეთ [[ციმბირი]], [[კავკასია]], [[აღმოსავლეთი ევროპა]], [[ახლო აღმოსავლეთი]], [[ჩინეთი]] და [[ტიბეტი]]. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო იმპერიის დაშლა, ულუსებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ [[ჩინგიზიდები]]. იმპერიის ყველაზე მსხვილი წარმონაქმნები იყვნენ [[ოქროს ურდო]], [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]], [[იუანის დინასტია|იუანის იმპერია]] და [[ჩაღათას ულუსი|ჩაღათაის სახანო]]. [[ყუბილაი]]მ ([[1260]]-[[1294]] წწ.) [[1271]] წელს, მთელი [[ჩინეთი]]ს დაპყრობის შემდეგ მიიღო იუანის იმპერატორის ტიტული და დედაქალაქი გადაიტანა [[ხანბალკი|ხანბალკში]]. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] დასაწყისში ფორმალურად აღსდგააღდგა იმპერიის ერთიანობა და წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფედერაციას. ამავე საუკუნის დამლევს მონღოლეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
 
== ისტორია ==
 
[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალტაის მთებამდე. [[1206]] წელს მდინარე [[ონონი]]ს სათავესთან ახლოს გაიმართა [[ყურულთაი]], რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო [[ჩინგისხანი|ჩინგიზ-ხანის]] ტიტული. გამოცხადდა დიდი მონღოლეთის იმპერიის შექმნა. ჩინგიზ-ხანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით, დაიპყრო დიდი ნაწილი აზიისა და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმამემკვიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით [[პოლონეთი|პოლონეთამდე]], აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით [[ვიეტნამი|ვიეტნამამდე]]. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ<small>2</small> (მსოფლიო მიწის [[22]]%-ი), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.
 
ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის [[მუნქე]]ს მმართველობაში ([[1251]]-[[1259]] წწ.) მონღოლეთის იმპერია თავის ფარგლებში აერთიანებდა მონღოლეთს, ჩრდილოეთ ჩინეთს, კორეას, [[ტანგუტის სამეფო]]ს, ცენტრალურ და შუა აზიას, [[ამიერკავკასია]]ს, ირანს, [[ავღანეთი|ავღანეთსა]] და რუსეთის მიწების მნიშვნელოვან ნაწილს. მაგრამ ეს უზარმაზარი იმპერია მოკლებული იყო შინაგან ერთიანობას და წარმოადგენდა სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხების იძულებით გაერთიანებას, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიღწეული დონით დამპყრობლებზე მაღლა იდგა.
ხაზი 19:
მუნქეს მემკვიდრე იყო [[ყუბილაი]] (მართავდა [[1260]]-[[1294]] წწ.), რომლის დროსაც დასრულდა ჩინეთის დაპყრობა. მისი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და [[ჩინეთი|ჩინეთს]]. ხუბილაისა და მისი მემკვიდრეების იმპერიას ეწოდა [[იუანის დინასტია|იუანი]].
 
[[1368]] წელს აჯანყებულმა ჩინელებმა მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. [[ჩინეთი]]ს არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური [[ქალაქი]], მათ შორის მონღოლეთის [[დედაქალაქი]] [[ყარაყორუმი(ქალაქი)|ყარაყორუმი]]. წაიშალა ნაკვალევი იმ კულტურული პროგრესისა, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს.
 
[[1380]] წელს [[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ბრძოლით]] დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო [[ირანი|ირანში]], [[ამიერკავკასია]]სა და [[შუა აზია]]ში.