ტაშისკარის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ., ბმულები; რამდენად მართებულია სიტყვა „მტერი“?
ხაზი 1:
'''ტაშისკარის ბრძოლა 1609''', ბრძოლა [[ქართლის სამეფოსასამეფო]]სა და [[ოსმალეთი|ოსმალთა]] და ყირიმელ თათართა ლაშქარს შორის. 1609 წლის ივნისში [[ქართლი|ქართლში]] შეიჭრა მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა [[მანგლისი|მანგლისს]]. მტერმა აქედან გაჭრა სცადა სოფ. ცხირეთისაკენ[[ცხირეთი]]საკენ ([[შიდა ქართლი]]), სადაც მეფე [[ლუარსაბ II]] ეგულებოდათ. [[თევდორე კველთელი|თევდორე კვეთელმა]] მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და [[გიორგი სააკაძე, გიორგი|გ. სააკაძისა]] და [[ციციშვილი, ზაზა ციციშვილი|ზ. ციციშვილის]] სარდლობით სოფ. ნიაბის[[ნიაბი]]ს (ახლანდელი [[კასპის რაიონი]]) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდ. [[მტკვარი|მტკვარზე]] ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფ. ბრბონასთან[[ბრბონა]]სთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფ. [[ტაშისკარი|ტაშისკართან]] (ახლანდელი [[ხაშურის რაიონი]]) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფ. ახალდაბასთან[[ახალდაბა (ბორჯომის რაიონი)|ახალდაბა]]სთან (ახლანდელი [[ბორჯომის რაიონი]]) მდ. მტკვარზე გადავიდა და მტერს [[ახალციხე|ახალციხისაკენ]] გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გ. სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გ. სააკაძემ.
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
[[კატეგორია:ქართლის სამეფო]]