ხრუშჩოვკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
 
==ისტორია==
ტრადიციული აგურით მშენებლობა შრომატევადია, შესაბამისად, ინდივიდუალურიინდივიდუალურ პროექტებიპროექტებს დიდდიდი დროისდრო მოითხოვდამიჰქონდა და გადატვრთული ქალაქების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. საბინაო კრიზისის გადასაჭრელად 1947-51 წლებში საბჭოთა არქიტექტორები რამდენიმე ტექნოლოგიას ამუშავებდნენ დანახარჯებისა და დროის შემცირების მიზნით. 1950 წლის არქიტექტორთა ყრილობაზე, რომელსაც იმხანაც მოსკოვის საქალაქო პარტკომის თამჯდომარე ხრუშჩოვი უძღვებოდა, დაბალფასიანი, სწრაფი ტექნოლოგიები საბჭოთა არქიტექტორთა მთავარ ამოცანად გამოცხადდა. ამას მოჰყვა მოსკოვში ორი [[ბეტონი]]ს ფილების ჩამომსხმელი ქარხნის გახსნა (პრესნენსკის, 1953; ხოროშევსკის, 1954). ამ დროისთვის რამდენიმე განსხვავებული ექსპერიმენტული პროექტი უკვე ხორციელდებოდა და მზა ბეტონის პანელები უდაო გამარჯვებული გამოდგა. სხვა საშუალებები, მათ შორის ბეტონის ადგილზე ყალიბებში ჩამოსხმა ან ინდივიდუალური სახლების მშენებლობა უკუგდებულ იქნა, როგორც გაუმართლებელი.
 
1954-61 წლებში ინჟინერი ვიტალი ლაგუტენკო, მოსკოვის ქალაქმშენპროექტის უფროსი 1956 წლიდან, აპროექტებს და ცდის სერიულ ინდუსტრიალიზებულ მშენებლობის პროცესს, რომელიც ეყრდნობა ბეტონის პანელების ქარხნებსა და დაჩქარებული აწყობის სისტემას. 1961 წელს ლუგატენკოს ინსტიტუტმა შეიმუშავა მზა ხუთსართულიანი შენობის პროექტი ''კ-7'', რომელიც ხრუშჩოვკის პროტოტიპი გახდა. 1961-68 წლებში ამ ტიპის 64.000 შენობა (3.000.000 მ2) აიგო, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მოსკოვში ადგილის უკმარისობის გამო ამ პროექტით 9-12-სართულიანი შენობების აგება გახდა საჭირო, ხოლო ბოლო ხუთსართულიანი ხრუშჩოვკა აქ 1971 წელს აიგო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხრუშჩოვკა“-დან