თელეთის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
'''თელეთის ბრძოლა 1522''', ბრძოლა [[ქართლის სამეფოსასამეფო]]სა და ირანის[[ირანი]]ს ლაშქარს შორის. 1518-იდან აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგო სეფიანთა ირანის ვასალები გახდნენ. ქართველი მეფე-მთავრები ვასალობიდან განთავისუფლებისათვის იბრძოდნენ. [[1522]] [[ისმაილ I|შაჰ-ისმაილ I-მა]] ურჩი ვასალის დასამორჩილებლად ქართლში ლაშქრობა გადაწყვიტა. [[დავით X|დავით X-მ]] [[შაჰი|შაჰს]] ზავი შესთავაზა. ისმაილმა დავითს მასთან გამოცხადება და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ამ პირობაზე დავითი არ დათანხმდა და თავდაცვისათვის მზადებას შეუდგა. მეფეს კახეთიდან და სამცხიდან მაშველი რაზმები მოუვიდა, დაიქირავა მთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მეომრები, გაამაგრა ციხე-კოშკები, განსაკუთრებით თბილისის ციხე.
 
ბრძოლა გაიმართა [[თელეთი|სოფ. თელეთთან]] (ახლანდელი [[გარდაბნის რაიონი]]). პირველ შეტაკებაში ქართველებმა მტერი უკუაქციეს, მაგრამ მტრის სარდლობამ ჯარი შემოაბრუნა და კვლავ შეუტია ქართველთა ლაშქარს. უფლისწული [[ლუარსაბ I|ლუარსაბი]] ენერგიულად ეკვეთა მტერს, მოსწვიტა ერთი ფრთა და გაქცეულ ყიზილბაშებს უკან დაედევნა. მაგრამ შაჰს რჩეული რაზმი ჩაესაფრებინა. როცა მტერს დადევნებული ქართველები ამ ადგილს გასცდნენ, ყიზილბაშებმა ზურგიდან დაარტყეს მათ. ქართველები დამარცხდნენ. მეფე შიდა ქართლში დაბრუნდა და ახალი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. შაჰის ჯარმა ქალაქისთავის ღალატით [[თბილისი]] აიღო, ააოხრა, ეკლესიები გაძარცვა, გადაწვა და თბილისის ციხეში თავისი გარნიზონი ჩააყენა.
 
თელეთის ბრძოლის შესახებ ქართულ [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიაში]] აზრთა სხვადასხვაობაა. აკადემიკოსი [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ნიკოლოზ|ნ. ბერძენიშვილს]] თელეთის ბრძოლა ნამდვილ ფაქტად მიაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე), შაჰ-ისმაილ I საქართველოში არ ყოფილა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] თელეთის ბრძოლის ფაქტი სჯეროდა, მაგრამ საეჭვოდ თვლიდა ამ ბრძოლაში თვითონ მონაწილეობას. [[ქართლის ცხოვრება|"ქართლის ცხოვრების"]] მიხედვით, შაჰ-ისმაილ I-ის ეს ლაშქრობა ლუარსაბ I-ის დროს მოხდა.
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]
[[კატეგორია:ქართლის სამეფო]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელეთის_ბრძოლა“-დან