ქართლის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატ.; +თარგი:მრავალმნიშვნელოვნება
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება**|ფეოდალურ სახემწიფოს (1484-1762)|იბერიის (ქართლის) სამეფოს|იბერია}}
 
'''ქართლის სამეფო''', ფეოდალური სახელმწიფო [[1484]]-[[1762]], საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შედეგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომლის ცენტრი იყო ქ. თბილისი.
 
Line 4 ⟶ 6:
 
XV საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში [[კონსტანტინე II (კახეთის მეფე)|კონსტანტინე II]] და [[კახეთის სამეფო]]ს სხვა პოლიტიკური მოღვაწენი იძულებული გახდნენ შერიგებოდნენ შექმნილ ვითარებას, ზავი დაედოთ კახეთისა და იმერეთის მეფეებთან და ათაბაგთან. სამცხე-საათაბაგო თუმცა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ფაქტობრივად სამთავრო იყო. სამეფო სამთავროებს შორის ბრძოლა გრძელდებოდა. 1513 წელს ქართლის სამეფომ კახეთის სამეფო დაიპყრო,მაგრამ ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა სამეფომ მხოლოდ 1513-1520 წლებამდე იარსება. მას ბოლო მოუღო ირან-ოსმალეთის აგრესიამ. 1518 წელს ქართლის სამეფო იძულებული გახდა მიეღო სპარსეთის სახელმწიფოს ვასალობა. 1520 წელს კახეთის დამოუკიდებელი სამეფო კვლავ აღდგა. სამეფო-სამთავროთა გაერთიანებისათვის ბრძოლის მარცხი იმითაც იყო გაპირობებული, რომ სხვა სამეფოები ქართლის სამეფოს პირველობას არ უთმობდნენ. ქართლის სამეფო ცდილობდა თავი დაეღწია ირანის ვასალობისაგან. ამის გამო 1522 წელს ქართლს ყიზილბაშთა ლაშქარი შემოესია. დამპყრობლებმა ქ. თბილისის დაიკავეს ([[თელეთის ბრძოლა]]). 1524 წელს ირანში შინაური ბრძოლის გამწვავების პირობებში ქართლის სამეფომ თბილისი დაიბრუნა და, როგორც ჩანს, ვასალობისაგან განთავისუფლდა. ამ დროიდან 16 წლის განმავლობაში ქართლის სამეფო ფაქტობრივად სუვერენული სახელმწიფო იყო. 1541-1554 წლებში ირანის შაჰი [[თამაზ I]] ოთხჯერ შემოესია ქართლს. თბილისი აიღო და ქალაქში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. ქართლის მეფემ [[ლუარსაბ I]]-მა (1527-1556) პარტიზანული ბრძილა გააჩაღა. 1547 წლის იანვარში შაჰი მეორედ შეესია ქართლს, მოარბია ჯავახეთი, რომელიც ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ათაბაგ [[ქაიხოსრო II|ქაიხოსრო II]]-ს დაუმორჩილა, მაგრამ ქართლი ბრძოლას განაგრძობდა. ლუარსაბმა კვლავ დაიბრუნა [[ჯავახეთი]].
 
 
{{საქართველოს ისტორია}}
 
[[კატეგორია:საქართველოსქართლის სამეფო-სამთავროები|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართლის_სამეფო“-დან