მელოტა (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 19:
| დაცვის სტატუსი =
}}
'''მელოტა'''<ref>{{ფნტ2|200}}</ref> ({{lang-la|Fulica}}) — [[წყალმცურავი ფრინველები|წყალმცურავ ფრინველთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ლაინასებრნი|ლაინასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მათი სხეულის სიგრძეა 33–59 [[სმ]], მასა 0,4–2,5 [[კგ]]. აქვთ მასიური სხეული, ძლიერი ფეხები, გრძელი თითები კუწუბოიანი ლაპოტებით. კარგად ცურავენ და დადიან, შეუძლიათ ყვინთვა, აფრენისათვის დიდი გარბენი სჭირდებათ, ფრენენ მძიმედ, არამანევრულად. შეფერილობის საერთო ტონი შავ-რუხია. სახეობები ადვილად განირჩევა [[ნისკარტი]]ს ფერითა და ფორმით, აგრეთვე შეუბუმბლავი კანით შუბლზე (აქედან სახელწოდება); შეიმჩნევა შიდასახეობრივი მორფიზმი შიშველი კანის ფერის მიხედვით. ბარტყები დაფარული არიან მუქი ღინღლით, აქვთ კაშკაშა ჭრელი თავი და ბუმბული. ცნობილია 10 თანამედროვე სახეობა.<ref>{{Cite web | url = https://www.iucnredlist.org/search/list?taxonomies=22674864&searchType=species | title = The list of species of genus ''Fulica'' | publisher = ''iucnredlist.org'' | accessdate = 4 ივლისი, 2020}}</ref> წარმოშობისა და მრავალფეროვნების ცენტრია [[სამხრეთი ამერიკა]]; [[აღმოსავლეთი ნახევარსფერო|აღმოსავლეთ ნახევარსფეროში]] გვხვდება ორი სახეობა; [[საქართველო]]ში — მხოლოდ [[მელოტა|[ჩვეულებრივი] მელოტა]] (''F. atra'').<ref>{{ქსე|6|560|ჟორდანია რ.|არა}}</ref> უპირატესობას ანიჭებენ მდგარ მტკნარ [[წყალსატევები|წყალსატევებს]], მიგრაციებისა და გამოზამთრების დროს შეინიშნებიქან ზღვის სანაპირო აკვატორიაში. ძირითად საკვებს წარმოადგენს [[წყლის მცენარეულობა]], ბარტყები აგრეთვე იკვებებიან [[უხერხემლოები]]თ. [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველებია. ბუდეს თავთხელ ადგილებში აკეთებენ მცენარეული მასალისაგან. [[გიგანტური მელოტა]] (''F. gigantea'') [[ლერწამი|ლერწმისაგან]] აკეთებს 3 [[მეტრი|მ]]-მდე სიგრძისა და 50 სმ-მდე სიმაღლის ტივებს. [[რქოსანი მელოტა]] (''F. cornuta'') კენჭებისაგან წყალში აგებს 1,5 ტონამდე მასის კონუსისებრ ამაღლებას; იგი სიმაღლეში 1 მ-მდეა, დიამეტრი ფსკერზე — 2–4 მ, ზედაპირთან — 1 მ; შემდეგ ამ ამაღლებაზე ათავსებს მცენარეული ნარჩენებისაგან შემდგარ 20–30 სმ სიმაღლის ბუდეს. დებენ 4–15 კვერცხს. დედალ-მამალი კრუხობს 3–4 კვირის განმავლობაში, ბარტყებს კვებავენ 2 კვირამდე. წელიწადში 2–3-ჯერ მრავლდებიან. ჩვეულებრივი მელოტა ნადირობის ტრადიციული ობიექტია. [[ჰავაიური მელოტა]] (''F. alai'') როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია [[ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი]]ს (IUCN) წითელ ნუსხაში.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მელოტა_(გვარი)“-დან