მელოტა (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მელოტა''' (Fulica) — წყალმცურავ ფრინველთა გვარი მეჭვავიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 33–59 სმ, მასა 0,4–2,5 კგ. აქვთ მასიური სხეული, ძლიერი ფეხები, გრძელი თითები კუწუბოიანი ლაპოტებით. კარგად ცურავენ და დადიან, შეუძლიათ ყვინთვა, აფრენისათვის დიდი გარბენი სჭირდებათ, ფრენენ მძიმედ, არამანევრულად. შეფერილობის საერთო ტონი შავ-რუხია. სახეობები ადვილად განირჩევა ნისკარტის ფერითა და ფორმით, აგრეთვე შეუბუმბლავი კანით შუბლზე (აქედან სახელწოდება); შეიმჩნევა შიდასახეობრივი მორფიზმი შიშველი კანის ფერის მიხედვით. ბარტყები დაფარული არიან მუქი ღინღლით, აქვთ კაშკაშა ჭრელი თავი და ბუმბული. ცნობილია 10 სახეობა. წარმოშობისა და მრავალფეროვნების ცენტრია სამხრეთი ამერიკა; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება ორი სახეობა; საქართველოში — მხოლოდ [ჩვეულებრივი] მელოტა (''F. atra''). უპირატესობას ანიჭებენ მდგარ მტკნარ წყალსატევებს, მიგრაციებისა და გამოზამთრების დროს შეინიშნებიქან ზღვის სანაპირო აკვატორიაში. ძირითად საკვებს წარმოადგენს წყლის მცენარეულობა, ბარტყები აგრეთვე იკვებებიან უხერხემლოებით. მონოგამური ფრინველებია. ბუდეს თავთხელ ადგილებში აკეთებენ მცენარეული მასალისაგან. გიგანტური მელოტა (''F. gigantea'') ლერწმისაგან აკეთებს 3 მ-მდე სიგრძისა და 50 სმ-მდე სიმაღლის ტივებს. რქოსანი მელოტა (''F. cornuta'') კენჭებისაგან წყალში აგებს 1,5 ტონამდე მასის კონუსისებრ ამაღლებას; იგი სიმაღლეში 1 მ-მდეა, დიამეტრი ფსკერზე — 2–4 მ, ზედაპირთან — ქ 1 მ;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მელოტა_(გვარი)“-დან