მელოტა: განსხვავება გადახედვებს შორის

367 ბაიტი წაიშალა ,  4 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''მელოტა''' ({{lang-la|Fulica atra}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[წეროსნაირნი|წეროსნაირთა]] რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, [[აფრიკა]]სა, [[ავსტრალია]]ში და ყოფილ [[სსრკ]]-ის ტერიტორიაზე. [[საქართველო|საქართველოშიც]] ბუდობს. იგი უმთავრესად იმ [[ტბა|ტბებზე]], [[მდინარე|მდინარეებსა]] და საგუბარებში ბინადრობს, რომელთა ნაპირები [[ლელი|ლელით]], [[ლერწამი|ლერწმითა]] და სხვა [[მცენარეები|მცენარეებითაა]] დაფარული. ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და რიგ ტბებზე ([[პალიასტომი]]). მელოტა კარგად ცურავს და ყვინთავს. წყალში ჩაყურყუმალებულ მელოტას იქ ხანგრძლივად ყოფნა შეუძლია. იგი დებს 6-15 კვერცხს; ბარტყების გამოჩეკას 20-21 დღე-ღამე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკისთანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის ხელმძღვანელობით სწავლობენ ცურვას, ყვინთვას და საკვების მოპოვებას. იკვებება წყლის [[მცენარეები|მცენარეებით]], [[მოლუსკები|მოლუსკებით]], [[მწერები|მწერებით]]. სანადირო ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 6 ან 7 ნომერი საფანტი.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|6|560|ჟორდანია რ.}}
* გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ., 1969.
 
==რესურსები ინტერნეტში==