ალფონსო III (ასტურია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გრამატიკულად გასწორება
 
ხაზი 37:
 
== ბიოგრაფია ==
ალფონსო 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დიდებულებმა იგი მეფედ გამოაცხადეს. გრაფ ფრუელას სურდა ახალგაზრდა მეფისთვის ტახტის წართმევა, მაგრამ დიდებულები ალფონსოს ერთგულები დარჩნენ. ფრუელა მოკლეს, ხოლო ალფონსო მეფედ აკურთხეს. მისი 44-წლიანი მართველობის პერიოდში [[ასტურია]] გაძლიერდა. მან გააფართოვა თავისი სამფლობელო, შემოიერთა მიწები [[დუერო]]მდე, დაასახლა იქ კოლონისტები და განამტკიცა წესრიგი. მისი მმართველობის პერიოდში ბევრი ციხესიმაგრე და ეკლესია აშენდა. აღმოსავლეთიდან ქვეყნის დასაცავად მან გაამაგრა [[ბურგოსი]], ხოლო [[ნორმანები]]სგან დასაცავად მან ააშენა ზღვისპირეთში ციხე [[განსო]]. [[900]] წელს ოთხდღიან [[სამორის ბრძოლა]]ში მეფემ დაამარცხა 60 000-იანი არაბული ჯარი. დახოცილი არაბების თავები [[სამორა|სამორის]] ციხეზე იყო გამოკიდულიგამოკიდეს.
 
მიუხედავად წარმატებებისა, მას უწევდა აჯანყებების ჩახშობა. მისი შვილი [[გარსია I (ლეონი)|გარსია]] [[880]] წელს აუჯანყდა, მაგრამ მამამ დაამარცხა და დააპატიმრა. მალე დედამისმა, რომელიც შვილის მხარეს იყო, დიდებულების მეშვეობით მოაწყო შეთქმულება, რომელშიც ორი უმცროსი შვილიც იყო გახვეული. ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. [[910]] წელს ალფონსო მისმა შვილებმა დაამარცხეს და აიძულეს გარსიას სასარგებლოდ უარი ეთქვა ტახტზე. ქვეყანა სამად გაიყო, გარსიას ერგო მთებში გამაგრებული მხარე [[ლეონის სამეფო|ლეონი]], [[ორდონიო II (გალისია)|ორდონიოს]] [[გალისია]], ხოლო [[ფრუელა II|ფრუელას]] [[ასტურია]].