რენე დეკარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
[[1618]] წელს რენე დეკარტი მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა [[ესპანეთი]]ს წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში, მაგრამ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. სანამ მოხალისე მუშკეტერების არმია ქალაქ [[ბრედი|ბრედში]] იდგა, უსაქმურობისაგან გაბრაზებული ახალგაზრდა მეცნიერები იმით ერთობოდნენ, რომ თავსატეხ ამოცანებს იგონებდნენ, ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ და ყველას იწვევდნენ მათ ამოსახსნელად. ასეთ შეჯიბრებებში რენე დეკარტიც მონაწილეობდა და ამ გზით მალე გაეცნო ადგილობრივ მეცნიერებს. [[1619]] წლის 10 ნოემბერს, შთაგონების წუთებში მეცნიერს მოეჩვენა, რომ აღმოაჩინა უნივერსალური მეთოდი_ კოორდინატთა მეთოდი. ამ აღმოჩენამ მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. [[1621]] წელს დეკარტმა არმიაში სამსახური მიატოვა და მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათემატიკის პრობლემებზე მუშაობას მიუძღვნა.
 
 
სახელგანთქმული ფრანგი სწავლული [[შვედეთი]]ს დედოფალმა მიიწვია, რომელსაც სურდა მისი ხელმძღვანელობით მეცნიერებას დაუფლებოდა. იგი შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის შექმნასაც აპირებდა და ამ საქმეში დეკარტის დახმარების იმედი ჰქონდა. დეკარტი 1629-49 წლებში ცხოვრობდა სტოკჰოლმში, სადაც 1649 წელს დასტამბული გეომეტრია გამოსცა.
[[ნიდერლანდები]] 1628-1649
 
დეკარტმა ნიდერლანდებში თითქმის 22 წელი გაატარა. ესაა მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ამ დროს ნიდერლანდები რესპუბლიკას წარმოადგენდა, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ლიბერალური ფასეულობებით, რაც დეკარტს მუშაობისათვის კარგ პირობებს უქმნიდა, მითუმეტეს როცა ევროპაში [[ოცდაათწლიანი ომი]] მძვინვარებდა.
 
1628 წლის ოქტომბერში დეკარტი გაემგზავრა Middelburg მიდელბურგში, სადაც მისი მეგობარი ცხოვრობდა.
 
1629 წლის აპრილში ჩაირიცხა  ფრანკერის უნივერსიტეტში (Universiteit van Franeker)
 
1630 წლის ივნისის ბოლოს ჩაირიცხა ლაიდენის უნივერსიტეტში (Universiteit Leiden)
 
1633 წელს დეკარტმა დაწერა ნაშრომი <nowiki>''სამყაროს შესახებ''</nowiki>(ფრ.Traité du Monde) რომლის გამოქვეყნება ვერ გაბედა, რადგან შეიტყო, რომ [[გალილეო გალილეი]] მსგავსი მოსაზრებებისათვის გაასამართლეს. სიფრთხილის გამო იგი არ ჩაერია გალილეის და რომის ეკლესიის დაპირისპირებაში, გარდა ამისა ის ბოლომდე არც ერთ მხარეს არ ეთანხმებოდა.
 
1636 წლიდან დეკარტე [[უტრეხტის უნივერსიტეტი]] ასწავლიდა ფილოსოფიას.
 
1636 წელს იქმნება დეკარტეს <nowiki>''</nowiki>განაზრებანი მეთოდის შესახებ<nowiki>''</nowiki> Discours de la méthode. ქალაქ ლაიდენში წიგნი ანონიმურად გამოიცემა. ეს მისი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაშრომია. ამ ფილოსოფიური ტრაქტატის მესამე დანართის სახით ფილოსოგოსმა გამოსცა <nowiki>''</nowiki>გეომეტრია<nowiki>''</nowiki> (ფრ.La Géométrie) ეს არის დეკარტეს ერთადერთი ნაშრომი, რომელიც მთლიანად მათემატიკას ეძღვნება;  1637 წლის შემდეგ "გეომეტრია" უკვე ცალკე გამოიცა. დეკარტის "გეომეტრია" გარდამტეხი აღმოჩნდა ახალი მათემატიკის შემუშავებაში, ეს იყო XVII საუკუნის უდიდესი მათემატიკოსების სახელმძღვანელო. მისი მთავარი მნიშვნელობა ის იყო, რომ წიგნში წარმოდგენილი იყო მათემატიკის ახალი განხრის - ანალიტიკური გეომეტრია, რომლის საშუალებითაც გეომეტრიული კოორდინატების გამოყენებით შესაძლებელი გახდა გეომეტრიული პრობლემების ალგებრული ენაზე თარგმნა.
 
1640 წელს იგი დაბრუნდა [[ლეიდენი]]. ამ წელს მისი მამა გარდაიცვალა და დეკარტმა მემკვიდრეობა მიიღო
 
1641 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი <nowiki>''განაზრებანი პირველად ფილოსოფიაზე''</nowiki>  (Meditationes de prima philosophia) ეს ფილოსოფოსის ერთ–ერთ მთავარ ნაშრომად ითვლება, სადაც ყველაზე სრულად ასახულია მისი მეტაფიზიკური სისტემის ძირითადი პრობლემები.
 
დეკარტი ამაოდ ცდილობდა საეკლესიო წრეებთან კონფლიქტის აცილებას, სიფრთხილემ  მას ვერ უშველა. 1642 წლის უტრეხტში, ხოლო 1643 წელს ლაიდენში კარტეზიული სკოლები აიკრძალა;
 
ფილოსოფოს შველიდა რესპუბლიკის სათავეში მყოფი [[ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელი]] -ს მფარველობა
 
1644 წელს გამოიცა რენე დეკარტეს მნიშვნელოვანი ნაშრომი <nowiki>''ფილოსოფოოს საწყისები''</nowiki> (ლათ. Principia Philosophiae)
 
დეკარტე რესპუბლიკასი თავს ვეღარ გრძნობდა უსაფრთხოდ. განსაკუთრებით მაშინ როდესაც სათავეში ორთოდოქსი კალვინისტი [[ვილემ II ორანელი]] მოვიდა. წერილში, რომელიც მან ფრედერიკ ჰენდრიკის გარდაცვალების შემდეგ დაწერა, დეკარტმა მიუთითა, რომ რესპუბლიკა აღარ უზრუნველყოფს მისი მუშაობისთვის საჭირო მშვიდობას. 1647 წელს გადაწყვიტეს მისი ნაწერების დაწვა.
 
1649 წელს დედოფალი [[კრისტინა (შვედეთი)]] მიწვევით დეკარტე  შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად
 
რენე დეკარტი გარდაიცვალა 1650 წლის 11 თებერვალს სტოკჰოლმში. ითვლება რომ გარდაცვალების მიზეზი იყო [[პნევმონია]]. [[გერმანელები|გერმანელი]] ფილოსოფოსი თეოდორ ებერტი<ref>Prof. Dr. Theodor Ebert, [http://www.presse.uni-erlangen.de/infocenter/presse/pressemitteilungen/nachrichten_2004/01/3458ebert65.shtml Friedrich-Alexander-Universität, Erlangen-Nürnberg].</ref> მიიჩნევს რომ ის მოწამლა [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკური ეკლესიის]] წარმომადგენლობამ სტოკჰოლმში, რადგან მის რადიკალურ შეხედულებებს [[თეოლოგია]]ზე შეეძლო ხელი შეეშლა [[ლუთერანიზმი|ლუთერანი]] შვედეთის მონარქის [[კათოლიციზმი]]სკენ შემობრუნების საქმეში.<ref>Lizzy Davies, [http://www.guardian.co.uk/world/2010/feb/14/rene-descartes-poisoned-catholic-priest ''Descartes was 'poisoned by Catholic priest' ''], The Observer, Sunday, 14 February 2010.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რენე_დეკარტი“-დან