ფრიტიოფ ნანსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
 
==გრენლანდიის ექსპედიცია 1888-1889 წწ.==
ფრიტიოფ ნანსენმა გადაწყვიტა გადაეკვეთა გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. [[1887]] წელს თავისი გეგმა გააცნო შვედ გეოგრაფსა და გეოლოგს ადოლფ ერიკ ნორდენშელდს. იგი ნანსენის გეგმას არ დაეთანხმა. [[სტოკჰოლმი]]დან დაბრუნების შემდეგ ქრისტიანიის უნივერსიტეტში მოითხოვა შვებულება და 5 000 კრონი. უნივერსიტეტმა ნანსენის გეგმა მიიღო და მთავრობაში დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს. ამავდროულად დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიაში. ექსპედიციის პროექტი გამოაქვეყნეს ჟურნალ „Naturen“-ში [[1888]] წელს. მთავრობამ დაფინანსებაზე უარი განუცხადა. პრესაში დაიწყო ნანსენის წინააღმდეგ მიმართული ისტერია, თუმცა მას და მის იდეას დამცველებიც გამოუჩდნენ, ეს იყო გრენლანდიის ბუნების კარგი მცოდნე, ცნობილი პოლარელი მკვლევარი ჰენრიკ იოჰან რინკი.. პროფესორმა ამუნდ თეოდორ ჰელანდმა პრესაში დაიცვა ნანსენი, მისი სტატია კი წაიკითხა დანიელმა მეწარმემ ავგუსტინ გამელმა, რომელმაც უკვე 12 იანვარს ნანსენს გადასცა 5 000 კრონი.
 
[[1888]] წლის 2 მაისს ექსპედიცია გზას გაუდგა. ნანსენი ექსპედიციის ხუთ წევრთან ერთად დანია-შოტლანდია-ისლანდიის გზით მივიდა გრენლანდიის სანაპიროზე და დაიწყო მისი მოგზაურობა გრენლანდიის ყინულოვან საფარზე.
 
ნანსენმა მიღწეული წარმატებების გამო მიიღო ორი მედალი: შვედეთის ანთროპოლოგიისა და გეოგრაფიის საზოგადოებისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მედლები. დანიის მთავრობამ იგი დააჯილდოვა დანებორგის ორდენით, ხოლო ნორვეგიამ წმინდ აოლაფის ორდენით. ექსპედიციის შედეგების მიხედვით ნანსენმა დაწერა ორი წიგნი: „თხილამურებით გრენლანდიის გავლით“ და „ცხოვრება ესკიმოსებთან“.
 
==ექსპედიცია [[ფრამი]]თ==
 
== ლიტერატურა ==