ფრიტიოფ ნანსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
 
==ბიოგრაფია==
საკუთარი ბავშვობის შესახებ ნანსენი მოგვითხრობს ავტობიოგრაფიულ წიგნში „ღია ცის ქვეშ“, რომელიც გამოქვეყნდა [[1916]] წელს. მემუარებში აღნიშნავს, რომ ნანსენების ოჯახისთვის დამახასიათებელი იყო წესრიგი და დისციპლინა, ასევე დაკავებულები იყვნენ სპორტით. ფრიტიოფმა თხილამურებზე დგომა ორი წლის ასაკში ისწავლა. ბავშვებს არ ჰქონიათ სათამაშოები, თავად ფრიტიოფმა გააკეთა მშვილდი და ისრები, ანკესები და სხვა. მოზრდილობის ასაკში მას და თავის ძმა ალექსანდრეს უფლება მისცეს ბევრი დრო გაეტარებინათ ტყეში. 15 წლის ასაკიდან ნანსენი რეგულარულად მონაწილეობდა მოთხილამურეების შეჯიბრებებში თავის უფროს ძმასთან ერთად. [[1877]] წელს გახდა ახლადჩამოყალიბებული მოთხილამურეთა კლუბის წევრი.
 
სკოლის პერიოდში ნანსენი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს არ აჩვენებდა. იყო საკმაოდ თვითდაჯერებული და ჩხუბებსაც არ ერიდებოდა. თავისი ხასიათი ხელს არ უშლიდა ესწავლა საყვარელი საგნები: მათემატიკა და ფიზიკა. ერთხელ მან სცადა თავად დაემზადებინა იარაღი წყალგაყვანილობის მილისაგან და გამოცდის დროს თვალი კინაღამ დაკარგა.
 
1877 წელს ადელაიდა ნანსენი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმ პერიოდში უფროსმა შვილებმა უკვე დატოვეს მშობლის სახლი, ხოლო ფრიტიოფი და ალექსანდრე დარჩნენ ბალდურ ნანსენთან. მამამ გაყიდა ქონება და გადავიდა ქრისტიანიაში. იმავე 1877 წელს ნანსენმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი 1 მილზე (1,6 კმ) ციგურებით, ხოლო 1878 წელს პირველად გახდა ეროვნული სათხილამურო ჩემპიონატის გამარჯვებული. ეს ჩემპიონატი მან სულ 12-ჯერ მოიგო.
 
[[1880]] წელს ფრიტიოფმა დაასრულა სკოლა, უმაღლესი შეფასებები მიიღო საბუნებისმეტყველო საგნებში და ხაზვაში. მამის თხოვნით მან სწავლა გააგრძელა სამხედრო სასწავლებელში, მაგრამ მალევე მიატოვა იგი. საბოლოოდ მან აირჩია [[ზოოლოგია]] და სწავლა გააგრძელა ქრისტიანიის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ოჯახის ძველი მეგობარი რობერტ კოლეტი, სწორედ მან ურჩია ფრიტიოფს შეესწავლა [[ნამდვილი სელაპები]]ს ბიოლოგია, რისთვისაც იგი უნდა წასულიყო [[ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში]] თევზსარეწი გემით. აუცილებელი ფორმალობები მოაგვარა ბალდურ ნანსენმა და ფრიტიოფი პატარა გემ „ვიკინგით“ გაემგზავრა ოკეანეში.
 
„ვიკინგით“ ცურვა აღწერა საკუთარ წიგნში „ვეშაპებსა და თეთრ დათთვებს შორის“. მან ღიად დაწერა, რომ მან თავად არ იცოდა რატომ აირჩია ჩრდილოეთი; ახალგაზრდა ნანსენი არ ფლობდა სამეცნიერო მომზადებას, მაგრამ უკვე გამოცდილი მსროლელი და მონადირე იყო. „ვიკინგმა“ [[არენდალი]] დატოვა [[1882]] წლ;ის 11 მარტს და გაემართა იან-მაიენისკენ, სადაც იყვნენ გრენლადიური ვეშაპები. პირველი ექვსი დღე ნანსენი იტანჯებოდა ზღვის ავადმყოფობით. 16 აპრილს ნანსენმა აღმოაჩინა ოკეანეში მდინარისგან ჩამოტანილი მოტივტივე ხე. თავდაპირველად იგი ეგონა, რომ ეს იყო ამერიკული ფიჭვი, რომელიც გოლფსტრიმის დინებამ მოიტანა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო ციმბირიდან მოტანილი ფიჭვი. ამან დაარწმუნა ნანსენი, რომ შესაძლებელია ყინულების მუდმივი დრეიფით ექსპედიციის მოწყობა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.
 
მაისის დასაწყისისათვის „ვიკინგი“ მიუახლოვდა [[სვალბარდი|სვალბარდს]], მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნადირობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გემი სამხრეთისკენ წავიდა, 24 მაისს ჯგუფი ეწვია ისლანდიის სამხრეთ სანაპიროებს, რის შემდეგაც ისინი გრენლანდიაში გადავიდნენ. გემი არენდალში დაბრუნდა 26 ივლისს. [[1884]] წელს მან „გეოგრაფიულ ჟურნალში“ გამოაქვეყნა სტატია „გრენლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე“, რომელშიც პირველად გამოავლინა სამწერლობო ნიჭი.
 
არქტიკიდან დაბრუნებულს სწავლა არ გაუგრძელებია უნივერსიტეტში და კოლეტის დახმარებით მუშაობა დაიწყო ბერგენის მუზეუმში. ზაფხულში მან [[იელის უნივერსიტეტი]]ს პალეონტოლოგიის პროფესორ ჩარლზ მარშისაგან მიიღო მიწვევა [[აშშ]]-ში, მაგრამ მასზე უარი განაცხადა, რადგან მამამისმა სულ ცოტა ხნის წინ [[ინსულტი]] გადაიტანა. ბალდურ ნანსენი [[1885]] წლის 2 აპრილს გარდაიცვალა განმეორებითი ინსულტის შედეგად. ბერგენის მუზეუმის დირექტორმა დანიელ კორნელიუს დანიელსონმა მას ევროპაში სტაჟირება შესთავაზა. მოგზაურობა მისთვის აუცილებელი იყო, პირველ რიგში, სადოქტორო დისერტაციის დასაცავად. [[1886]] წელს ნანსენი [[გერმანია]]ში გაემგზავრა. [[1886]] წელს გადავიდა [[ნეაპოლი|ნეაპოლშI]] საზღვაო ბიოლოგიურ სადგურზე. [[1886]] წელს დაბრუნდა [[ნორვეგია]]ში და ევროპული მოგზაურობის მასალებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ნაშრომი „ენტრალური ნერვული სისტემის ჰისტოლოგიური ელემენტების სტრუქტურა და შემადგენლობა“.
 
==გრენლანდიის ექსპედიცია 1888-1889 წწ.==
 
== ლიტერატურა ==