მანუჩარ მაჩაიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2 451:
 
===ჩვენ სამხრეთელები ვართ===
მანუჩარ მაჩაიძის სათამაშო სტილის<ref>[https://archive.fo/gK6Vg მანუჩარ მაჩაიძე: დიდ გუნდებშიც ასეა, მწვრთნელი პედაგოგი უნდა იყოს...] ''ციტატა:'' „...- რა სტილის ფეხბურთს ესადაგებოდა მანუჩარ მაჩაიძის თამაში? - მაშინ მოდაში იყო ფეხბურთი, რომელსაც „ცეცეს“ სტილს ეძახდნენ. ბუზი [[ცეცე]] რაც არის, ალბათ, იცით და ეს სტილიც მასეთი იყო, აბრუებდა და თიშავდა მეტოქე გუნდს — მთელი ლათინური ამერიკა ასე თამაშობდა. ანუ ის ფეხბურთი, რაც ბოლო პერიოდში [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონამ“]] წარმოგვიდგინა, ახალი გამოგონება არ არის.“ ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო“. 21 ნოემბერი, 2013. დაარქივებულია [https://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/57469-manuchar-machaidze-did-gundebshic-asea-mtsvrthneli-pedagogi-unda-iyos.html ორიგინალიდან] - 7 ივლისი, 2019. ''წყარო:'' [http://www.sportall.ge ''Sportall.ge'']. წაკითხვის თარიღი: 7 ივლისი, 2019.</ref> დახასიათებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებათა შორის, თითქმის ერთსულოვანია შეხედულება იმის შესახებ, რომ იგი მიეკუთვნება ე.წ. „სამხრეთული“ ტიპისა და მენტალიტეტის ფეხბურთელებს, რომელთა საფეხბურთო ხედვასა და სათამაშო ფილოსოფიაში წამყვანი ადგილი უკავიათუკავია არა გარკვეული სატურნირო მდგომარეობიდან თუ კონკრეტული, ცალკეული საფეხბურთო მატჩებიდან გამომდინარე დასახულ, — მშრალ, პრაგმატულ ტაქტიკურ სქემათა ზედმიწევნით და მორჩილად მიყოლას, არამედ უპირველესად შემოქმედებით, კერძოდ კი აგრესიულ, შემტევ, სანახაობრივ, ინტელექტუალურ და არტისტულ ფეხბურთს, რომელიც წარმოუდგენელია მაღალი საფეხბურთო აზროვნებისა და [[იმპროვიზაცია|იმპროვიზაციის]], შთაგონებისა და აღმაფრენის, უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობისა და გუნდის წევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთქმედების გარეშე, სადაც ყველაზე უფრო უკეთ ვლინდება მათი „სამხრეთული“, არტისტული, — ამ შემთხვევაში კი ქართული ბუნება, თავისი ხასიათით, მენტალიტეტითა და ტემპერამენტით, რაც ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა და დღემდე იზიდავს ესთეტიკური, სანახაობრივი, დღესასწაულებრივი ფეხბურთის მრავალრიცხოვან დამფასებელსა და გულშემატკივარს.
 
მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხასიათის მიუხედავად, მანუჩარ მაჩაიძის საფეხბურთო ცნობიერების განმსაზღვრელი ფასეულობა და ამოსავალი წერტილი იყო არა ინდივიდუალური ოსტატობის წარმოჩენა და ლიდერობის დემონსტრირება, არამედ გუნდის ინტერესები და ამ ინტერესებს დამორჩილებული ხაზგასმით გამოხატული პასუხისმგებლობისა და გუნდისადმი ერთგულად მსახურების გრძნობა, რაც მეტად იშვიათ და როგორც წესი თანდაყოლილ და არა გამომუშავებულ თვისებას წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ ამგვარი თვისებით მხოლოდ სამაგალითო პროფესიული დამოკიდებულებისა და მაღალი პიროვნული შეგნების მატარებელი სპორტსმენები გამოირჩევიან, რომელთა პიროვნული ღირსებისა და სოციალური სამართლიანობის გამძაფრებული გძრნობით აღბეჭდილი მსოფლმხედველობისთვის არა მარტო შინაგანად უცხოა, არამედ კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია საქმისადმი ზერელე, უგულო და მითუფრო — აგდებული დამოკიდებულება. ამონარიდი<ref name=ekasalaghaia>ეკა სალაღაია (5 იანვარი, 2015). [https://archive.fo/nXA71 „რა შემთხვევაში კარგავს თავს მანუჩარ მაჩაიძე და რა მიაჩნია მას საკუთარ მიღწევად“] / დაარქივებულია [http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268443745 ორიგინალიდან] - 8 ივლისი, 2019. ''წყარო:'' [http://tbiliselebi.ge ''ჟურნალი „თბილისელები“'']. წაკითხვის თარიღი: 8 ივლისი, 2019.</ref> სტატიიდან: {{ციტატა|...სხვათა შორის, ფეხბურთის მოედანზე ვიყავი მომთხოვნი ჩემი თავისა და პარტნიორების მიმართაც. მიმაჩნია, რომ ამან გარკვეულწილად იმოქმედა იმ წარმატებებზე, რომელიც გვქონდა ჩემი კაპიტნობის პერიოდში. საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ჩემმა თაობამ, როცა მე კაპიტანი ვიყავი, იმდენ რამეს მიაღწია, რომ ჯერ არავის მიუღწევია. ეს არის სტატისტიკურად დამტკიცებული.}}