ათაბასკის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
|ვიკისაწყობი =
}}
'''ათაბასკის ტბა''' ({{lang-en|Lake Athabasca}}) — დიდი მტკნარწყლიანი ტბა [[კანადა]]ში, [[სასკაჩევანი]]სა და [[ალბერტა|ალბერტის პროვინციებში]]. მდებარეობს მდინარე [[მაკენზი (მდინარე)|მაკენზის]] სისტემის ზემო წელში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 213 მ სიმაღლეზე. მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობისაა. გადაჭიმულია ნახევარმთვარისებურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 283 კმ-ზე. ზედაპირის ფართობი 7850 კმ², მაქსიმალური სიღრმე 124 მ. [[სანაპირო ხაზი]]ს სიგრძე ~1900 კმ. დასავლეთი ნაწილი წყალმარჩხია. ჩრდილოეთი ნაპირები მაღალია, კლდოვანი, სამხრეთი — დაბალი. იყინება [[ოქტომბერი|ოქტომბრის]] ბოლოს. ტბის დასავლეთ დაბოლოებაში ჩაედინება მდინარე [[ათაბასკა (მდინარე)|ათაბასკა]], გამოედინება [[მონების მდინარე]]. განვითარებულია თევზჭერა. არის 23 სახეობის თევზი, მათ შორის: [[წერი]], [[ფარგა]], [[კალმახიარქტიკული გოჭალა]] და სხვა[[კუმჟა]]. აღსანიშნავია, რომ 1961 წელს ტბაში დაიჭირეს კალმახი, რომლის წონამ სარეკორდო 46,3 კგ შეადგინა. ტბის ნაპირებზეა ოქროს საბადოები. ათაბასკის ტბის რაიონშია აგრეთვე ურანის მადნის საბადო. სამხრეთ ნაპირებთან მიბჯენილია ქვიშის დიუნები. ნაპირებზეა რამდენიმე დასახლება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათაბასკის_ტბა“-დან