გაეროს ბავშვთა ფონდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 45:
 
გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოს არასრულწლოვანთა დაწესებულებებში დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა, რომელიც მულტიდისციპლინარული გუნდის ერთობლივი მუშაობით ავლენს მოზარდთა სასწავლო და სარეაბილიტაციო საჭიროებებს და რისკების ინდივიდუალურად შეფასებას ახდენს<ref>[http://www.sps.gov.ge/ka/saerthashoriso-organizaciebi/article/21347-gaeros-bavshvtha-fondi-unicef.html გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)]</ref>.
 
==კრიტიკა==
გაეროს ბავშვთა ფონდს აკრიტიკებენ, რომ იგი ფოკუსირებულია კონკრეტულ, სპეციფიკურ პოლიტიკაზე. [[2004]] წელს ჟურნალ „ლანცეტ“-ის რედაქციამ განაცხადა, რომ ფონდის პოლიტიკა ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეესაბამება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკას, ის ნაკლებ ყურადღებას უთმობს ბავშვების სიცოცხლისა და გარდაცვალების საკითხებს.
 
რიგი მართლმადიდებელი ეკლესიებისა აკრიტიკებს გაეროს ბავშვთა ფონდს, იმასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირა ერთსქესიანი ქორწინების აღიარებას.
 
ასევე აკრიტიკებს კათოლიკური ეკლესიაც ([[ვატიკანი]] ზოგჯერ იუნისეფს უწყვეტს დაფინანსებას) ამერიკის ცხოვრების ლიგის და სხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოიყენა ეს თანხა სტერილიზაციისა და აბორტების დასაფინანსებლად. კათოლიკური ეკლესია ასევე ადანაშაულებს იუნისეფს აბორტების მხარდაჭერისათვის [[1987]] წელს [[კენია]]ში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მხარს უჭერდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გამტკიცების საკითხებს.
 
ამასთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ფინანსურად დაუჭირა მხარი ჩინეთის მიერ საკუთარ ქვეყანაში განხორციელებულკ „ერთი შვილის” პოლიტიკას. 1993 წელს დაფიქსირდა შემოწირულების ზრდა 2-დან 5 მილიონ დოლარამდე.
 
== რესურსები ინტერნეტში ==