ბოდვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
| MeshID = D003702
}}
'''ბოდვა''' — მყარი რწმენა, რომელსაც არაადექვატური საფუძელი აქვს. მასზე არ ზემოქმედებს რაციონალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც საპირისპირო ვითარებაზე მიუთითებს. ასეთი რწმენა ატიპიურია მოცემული პიროვნებისთის, რომელსაც გარკვეული სახის განათლება აქვს და გარკვეული კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელია. ამ განსაზღვრების მიზანია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ბოდვითი იდეა, რომელიც მძიმე ფსიქიკური აშლილობის ძირიღად სიმპტომს (კონკრეტულად ფსიქოზის სიმპტომს) წარმოადგენს, სხვა ტიპის პათოლოგიური აზრებისაგან და იმ მტკიცედ დამკვიდრებული რწმენებისაგან, რომლებსაც ჯანმრთელ ადამიანებთან ვხვდებით. გარკვეული პრობლემების არსებობის მიუხედავად, მოცემული განსაზღვრება (როგორც ამოსავალი წერტილი) საკმარისია იმისთვის, როომ ბოდვის ფენომენი უფრო დეტალურად განვიხილოთ. ბოდვის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება (რომელიც არ შედის მოცემულ განმარტებაში) არის ის, რომ იგი, მტკიცედ დაფიქსირებული ნორმალური რწმენის მსგავსად, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პიროვნების გრძNობებსა და ქცევაზე. ქცევითი რეაქცია ბოდვაზე შეიძლება თავად იყოს შეუსაბამო და ზოგჯერ უცნაურიც კი. ამის გამო, ხშიად სწორედ ეს ქცევითი რეაქციაა ფსიქიატრის ყურადღების უპირველესი საგანი, რადგან ის ბოდვის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ზოგჯერ ბოდვითი იდეები მცირე ზეგავლენას ახდენს ემოციებსა და ქცევებზე. მაგ: პაციენტს შეიძლება სჯეროდეს, რომ ის სამეფო ოჯახის წევრია და ამავე დროს კმაყოფილი იყოს საერთო საცხოვრებელში ცხოვრებით. ამგვარ გაორებას ორმაგი ორიენტაცია ეწოდება და ის, ჩვეულებრივ, ქრონიკული შიზოფრენიის დროს იჩენს თავს.<ref>''გელდერი მ.'', ''ჰარისონი პ.'', ''ქოუენი ფ.'', ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში, თბილისი, 2012, ISBN 978-9941-0-4605-6.</ref>
 
განარჩევენ ბოდვას ''დარღვეული ცნობიერების დროს'', რომელიც გვხვდება [[ინფექციური დაავადებანი|ინფექციური დაავადების]] განვითარების უმაღლეს სტადიაზე, აგრეთვე [[შხამები|შხამებით]] და [[ალკოჰოლი|ალკოჰოლით]] მოწამვლის შემთხვევებში, ბოდვას ''ნათელი ცნობიერების'' დროს. უკანასკნელი უფრო თანამიმდევრული და მყარია. ჩვეულებრივ ახლავს ფსიქიკურ დაავადებებს - [[შიზოფრენია|შიზოფრენიას]], ინვოლუციურ ფსიქოზს, ფსიქოგენურ რეაქციებს და სხვა. ბოდვითი იდეები მთლიანად იპყრობს პიროვნებას, ვერავითარი ფაქტი და არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ავადმყოფს მისი აზრების მცდარობაში. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოდვა“-დან