ომარები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
| fw =
}}
'''ომარები''' ({{lang-la|Nephropidae}}) — [[ათფეხა კიბოები|ზღვის ათფეხა]] [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირების]] ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე აღწევს 60 სმ და მეტს. გარეგნულად მოგვაგონებენ [[მდინარის კიბოები|მდინარის კიბოებს]]. გრძელი მუცელი შებრტყელებულია ზურგ-მუცლის მიმართულებით; კუდის ფარფლი ფართოა. წინა სასიარულო ფეხები ატარებენ დიდ, ხშირად ასიმეტრიულ მარწუხებს. შემდეგი ორი წყვილი მთავრდება მცირე ზომის მარწუხებით. ოჯახი მოიცავს 49 თანამედროვე და 90 ნამარხ სახეობას.<ref>[https://decapoda.nhm.org/pdfs/31051/31051.pdf#page=20 A classification of living and fossil genera of decapod crustaceans]</ref> ბინადრობენ ზღვის წყლებში, ფსკერთან, 0–20 °C [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] პირობებში. დღისით ომარები იმალებიან. იკვებებიან [[უხერხემლოები]]თ (ჯავშნისა და ნიჟარის გასაჭყლეტად იყენებენ უფრო მოზრდილ მარწუხს, უფრო წვრილს — ნადავლის ნაკუწებად დასაგლეჯად). სქესობრივად მწიფდებიან 5 წლისა. კვერცხებიდან იჩეკება პელაგიური [[ლარვა]] კარგად განვითარებული მკერდის კიდურებით, ანალური ლაპოტით, რომელიც გამოყოფილია მუცლის უკანა სეგმენტისაგან. სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წლამდე. რეწვისა და აკვაკულტურის ობიექტია. ინტენსიური მოპოვებისა და გარემოს დაბინძურების გამო მათი პოულაციის რაოდენობა მცირდება. ძირითადი სარეწაო სახეობებია: [[ევროპული ომარი]] ({{lang-la|Ho­marus gammarus)}}, [[ამერიკული ომარი]] ({{lang-la|Homarus americanus}}) და [[ნორვეგიული ომარი]] ({{lang-la|Nephrops norvegicus}}).<ref>[https://bigenc.ru/biology/text/2688657 Омары | Большая российская энциклопедия]</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომარები“-დან