ვუდრო უილსონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 72:
 
==ბავშვობა, ახალგაზრდობა==
ტომას ვუდრო უილსონმა კითხვა არ იცოდა 12 წლამდე, სწავლა უჭირდა. იგი სწავლობდა სახლში მამასთან, თუმცა შემდეგ პატარა სკოლაში დაიწყო სწავლა.
 
[[1873]] წელს შევიდა [[ჩრდილოეთ კაროლინა|ჩრდილოეთ კაროლინაში]] მდებარე დევიდსონის კოლეჯში, რომელშიც ამზადებდნენ პრესბიტერიანული ეკლესიის მსახურებს. ამავე წელს ვუდრო შეუერთდა კოლუმბიის პირველ პრესბიტერიანულ ეკლესიას და გახდა მისი წევრი მთელი ცხოვრების მანძილზე. ავადმყოფობის გამო [[1874]] წელს მიატოვა კოლეჯი და დასახლდა უილმონგტონში (ჩრდილოეთი კაროლინა), სადაც შემდეგ ცხოვრობდა მისი ოჯახი.
 
[[1875]] წელს გახდა [[პრინსტონის უნივერსიტეტი]]ს სტუდენტი, რომელიც დაასრულა [[1879]] წელს. მეორე სწავლის პერიოდში აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკური ფილოსოფიით და ისტორიით. იყო არაფორმალური სადისკუსიო კლუბის წევრი.
 
[[1879]] წელს გახდა ვირჯინიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სტუდენტი, მაგრამ [[1880]] წელს სუსტი ჯანმრთელობის გამო გაემგზავრა სახლში, სადაც გააგრძელა დამოუკიდებლად სწავლა.
 
==იურიდიული პრაქტიკა==
[[1882]] წელს ატლამტაში წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რათა იურიდიული პრაქტიკის უფლება მიეღო. უილსონს ერთ-ერთმა თავისმა თანაკურსელმა ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, გაუგზავნა მიწვევა რათა შეერთებოდა იურიდიულ კანტორაში, როგორც პარტნიორი. უილსონმა მიიღო მიწვევა და [[1882]] წლის მაისში დაიწყო მისი იურიდიული პრაქტიკა. ქალაქში კიდევ სხვა 143 ადვოკატი იყო და კონკურენციაც საკმაოდ დიდი იყო. ვოლსონს ძალიან ნაკლები მუშაობა უხდებოდა და ამით იგი იმედგაცრუებული აღმოჩნდა. მან შეისწავლა კანონმდებლობა პოლიტიკაში წასვლის მიზნით, თუმც აიცოდა რომ ვერ გააგრძელებდა სამეცნიერო კვლევას და ერთდროულად იურიდიული პრაქტიკით დაკავებას. [[1883]] წელს მიატოვა იურიდიული პრაქტიკა და დაიწყო ფიქრი აკადემიურ კარიერაზე.
 
==აკადემიური კარიერა==
[[1883]] წლის აპრილში უილსონი აბარებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასპირანტურაში და ისტორიისა და ფილოსოფიის სფეროში ხდება ფილ„ოსოფიის დოქტორი. [[1885]] წელს გამოვიდა მისი წიგნი „კონგრესის მმართველობა: ამერიკული პოლიტიკის კვლევა“, სადაც შემოთავაზებული იყო აშშ-ის სახელმწიფო ხელისუფლების რეფორმა, აღმასრულებელი ხელისუფლების — პრეზიდენტისა და მისი კაბინეტის წევრების გაძლიერებით. ამ წიგნისათვის უილსონმა ჰოპკინსის უნბივერსიტეტის სპეციალური პრემია მიიღო.
 
[[1886]] წელს მიიღო დოქტორის ხარისხი, უილსონი ასწავლიდა ისტორიას ბრინ-მორის ქალთა კოლეჯში, [[ფილადელფია]]სთან ახლოს. შემდეგ გადავიდა უესლიანის უნივერსიტეტში ([[კონექტიკუტი]]). [[1890]] წელს იგი მიიწვიეს პრინსტონის უნივერსიტეტში, რათა ესწავლებინა პოლიტიკური მეცნიერებები. დაწერა „ამერიკელი ხალხის ისტორია“. [[1902]]-[[1910]] წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის რექტორი იყო.
 
==ნიუ-ჯერსის გუბერნატორი==
[[1910]] წლის ნოემბერში იგი აირჩიეს [[ნიუ-ჯერსი]]ს შტატის გუბერნატორად. გუბერნატორის თანამდებობაზე იგი არ მიჰყვებოდა პარტიის ხაზს და თავად წყვეტდა თუ რა გაეკეთებინა.
 
ვილსონმა ჩაატარა წინასწარი არჩევნები კანდიდატების შიდაპარტიული შერჩევისათვის და მთელი რიგი სოციალური კანონებისათვის. ამ ყველაფრის წყალობით, იგი ცნობილი გახდა ერთი რეგიონის გარეთაც.
 
==1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნები==
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვუდრო_უილსონი“-დან