გერჰარტ ჰაუპტმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ჰაუპტმანმა თავისი ძმის ქორწილისთვის დაწერა პიესა ''„Liebesfrühling“''. ქორწილზში მან მარი ტიენემანი გაიცნო, რომელზეც მალევე საიდუმლოდ დაინიშნა. ტიენემანის ფინანსური დახმარების საშუალებით ჰაუპტმანმა [[იენის უნივერსიტეტი|იენის უნივერსიტეტში]] [[ფილოსოფია|ფილოსოფიისა]] და ლიტერატურის ისტორიის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. მოგვიანებით ტიენემანის დაფინანსებით მან ძმასთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე იმოგზაურა. მისი მცდელობა [[იტალია]]ში მოქანდაკედ დამკვიდრებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ჰაუპტმანი გერმანიაში დაბრუნდა და [[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტში]] ისტორიის სწავლა დაიწყო.
 
ჰაუპტმანმა 1885 წლის 5 მაისს მარი ტიენემენი ცოლად შეირთო. მათ თაფლობის თვე ქალაქ [[რიუგენი|რიუგენში]] გაატარეს. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ისინი ბერლინის გარეუბან ერკნერში ცხოვრობდნენ, სადაც მათ სამი ვაჟი შეეძინათ. 1889 წელს ისინი შარლოტენბურგში გადავიდნენ, სადაც ჰაუპტმანი ნატურალისტთა ლიტერატურული კლუბის წევრი გახდა.<ref name=br /> იმ პერიოდში იგი [[ემილ ზოლა]]სა და [[ივანე ტურგენევი]]ს შემოქმედებას ეცნობოდა. ლიტერატურული გარემოს გავლენით ჰაუპტმანმა წერა დაიწყო.<ref name=br /> მისი პირველი პიესა, სოციალური დრამა ''„მზის ამოსვლამდე“'', რომელიც თანამედროვე სოციალურ პრობლემებს ასახავს, 1889 წელს დაიდგა.<ref name=br /> მას მოჰყვა ''„დაზავების ზეიმი“'' 1890 წელს და ''„მარტოხელანი“'' 1891 წელს.
 
1893 წელს ჰაუპტმანმა სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო მსახიობ მარგარეტ მარშალკთან, რის შემდეგაც მისი ცოლი შვილებლად ერთად [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-ში გადავიდა. ჰაუპტმანმა ფრანგულენოვანი დადგმისთვის მოამზადა დრამა ''„The Assumption of Hannele“'', რომლის პრემიერასაც არ დასწრებია, რადგან აშშ-ში ოჯახთან ჩავიდა. საბოლოოდ, 1904 წელს მისი და ტიენემენის ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.