გერჰარტ ჰაუპტმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ჰაუპტმანმა თავისი ძმის ქორწილისთვის დაწერა პიესა ''„Liebesfrühling“''. ქორწილზში მან მარი ტიენემანი გაიცნო, რომელზეც მალევე საიდუმლოდ დაინიშნა. ტიენემანის ფინანსური დახმარების საშუალებით ჰაუპტმანმა [[იენის უნივერსიტეტი|იენის უნივერსიტეტში]] [[ფილოსოფია|ფილოსოფიისა]] და ლიტერატურის ისტორიის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. მოგვიანებით ტიენემანის დაფინანსებით მან ძმასთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე იმოგზაურა. მისი მცდელობა [[იტალია]]ში მოქანდაკედ დამკვიდრებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ჰაუპტმანი გერმანიაში დაბრუნდა და [[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტში]] ისტორიის სწავლა დაიწყო.
 
ჰაუპტმანმა 1885 წლის 5 მაისს მარი ტიენემენი ცოლად შეირთო. მათ თაფლობის თვე ქალაქ [[რიუგენი|რიუგენში]] გაატარეს. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ისინი ქალაქბერლინის გარეუბან ერკნერში ცხოვრობდნენ, სადაც მათ სამი ვაჟი შეეძინათ. 1889 წელს ისინი ბერლინშიშარლოტენბურგში დაბრუნდნენგადავიდნენ, სადაც ჰაუპტმანი ნატურალისტთა ლიტერატურული კლუბის წევრი გახდა. იმ პერიოდში იგი [[ემილ ზოლა]]სა და [[ივანე ტურგენევი]]ს შემოქმედებას ეცნობოდა. ლიტერატურული გარემოს გავლენით ჰაუპტმანმა წერა დაიწყო. მისი პირველი პიესა, სოციალური დრამა ''„მზის ამოსვლამდე“'', რომელიც თანამედროვე სოციალურ პრობლემებს ასახავს, 1889 წელს დაიდგა. მას მოჰყვა ''„დაზავების ზეიმი“'' 1890 წელს და ''„მარტოხელანი“'' 1891 წელს.
 
1893 წელს ჰაუპტმანმა სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო მსახიობ მარგარეტ მარშალკთან, რის შემდეგაც მისი ცოლი შვილებლად ერთად [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-ში გადავიდა. ჰაუპტმანმა ფრანგულენოვანი დადგმისთვის მოამზადა დრამა ''„The Assumption of Hannele“'', რომლის პრემიერასაც არ დასწრებია, რადგან აშშ-ში ოჯახთან ჩავიდა. საბოლოოდ, 1904 წელს მისი და ტიენემენის ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.