პალეოლითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
მეზოლითური ხანის ძეგლები ცალკე IV ჯგუფს ქმნიან. საქართველოს ზედა პალიოლითური და მეზოლითური კულტურებისათვის ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებია: სხვადასხვა ქრონოლოგიურ ჯგუფში შემავალი ქვის ძირითადი ნაწარმის ურთიერთსიახლოვე და მსგავსება; ჯგუფებს შორის მკვეთრი ქრონოლოგიური და კულტურული გამოიჯნულობის (ორიანიაკი, სოლუტრე, მადლენი) არარსებობა; მიკროლითური ტექნიკური და მიკროლითური გეომეტრიული მოყვანილობის იარაღის ადრე გამოჩენა და გვიანობამდე შემორჩენა; რქისა და ძვლის ნაკეთობათა ერთგვაროვნება; ე. წ. სოლუტურული კულტურის არარსებობა და მცირე ხელოვნური ნიმუშების ნაკლები რაოდენობა.
 
პალეოლითის ხანის გამოქვაბულების მხატვრობები მრავლადაა შემორჩენილი ესპანეთში, საფრანგეთში, ციმბირში, საჰარაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში... რაც იმას მეტყველებს, რომ პირველყოფილი ადამიანები ამ ადგილებში ცხოვრობდნენ. აქ ჩამოთვლილი ქვეყნების გამოქვაბულ-ძეგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. ფრანკო-კანტაბრიული ზონის (საფრანგეთ-ესპანეთის ტერიტორია) შემორჩენილი ნიმუშები. მათ შორისაა ალტამირას(ესპანეთი), ლასკოს(საფრანგეთი), ტასილის(ეგვიპტე, საჰარა) გამოქვაბულები, რომელთა მოხატულობაც [[პირველყოფილი ადამიანის ხელოვნება|პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების]] საუკეთესო ნიმუშებად ითვლება. <ref>ნ. მაჭარაშვილი , ნ. სილაგაძე, "მსოფლიო ხელოვნება", გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი 2010, ISBN 9789941101779</ref>
== ლიტერატურა ==
* ''თუშაბრამიშვილი დ.,'' არქეოლოგიური დაზვერვები მდ. ყვირილას ხეობაში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1963, ტ. 23 B;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პალეოლითი“-დან