გერჰარტ ჰაუპტმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
ჰაუპტმანმა ვერ შეძლო პრუსიელთა არმიაში მოხვედრა, რის შემდეგაც მან 1880 წელს ვროცლავის ქანდაკების სკოლაში დაიწყო სწავლა. იქ მან გაიცნო იოსეფ ბლოკი, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ჰაუპტმანი სკოლიდან დროებით გარიცხეს „ცუდი ყოფაქცევისა და არასაკმარისა გულმოდგინების გამო“, თუმცა პროფესორ რობერტ ჰარტელის თხოვნით დააბრუნეს. მან სწავლა 1882 წელს შეწყვიტა.
 
ჰაუპტმანმა თავისი ძმის ქორწილისთვის დაწერა პიესა ''„Liebesfrühling“''. ქორწილზში მან მარი ტიენემანი გაიცნო, რომელზეც მალევე საიდუმლოდ დაინიშნა. ტიენემანის ფინანსური დახმარების საშუალებით ჰაუპტმანმა [[იენის უნივერსიტეტი|იენის უნივერსიტეტში]] [[ფილოსოფია|ფილოსოფიისა]] და ლიტერატურის ისტორიის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. მოგვიანებით ტიენემანის დაფინანსებით მან ძმასთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე იმოგზაურა. მისი მცდელობა [[იტალია]]ში მოქანდაკედ დამკვიდრებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ჰაუპტმანი გერმანიაში დაბრუნდა და [[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტში]] ისტორიის სწავლა დაიწყო.
 
ჰაუპტმანმა 1885 წლის 5 მაისს მარი ტიენემენი ცოლად შეირთო. მათ თაფლობის თვე ქალაქ [[რიუგენი|რიუგენში]] გაატარეს. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ისინი ქალაქ ერკნერში ცხოვრობდნენ, სადაც მათ სამი ვაჟი შეეძინათ. 1889 წელს ისინი ბერლინში დაბრუნდნენ, სადაც ჰაუპტმანი ნატურალისტთა ლიტერატურული კლუბის წევრი გახდა.
 
 
==შემოქმედება==