ფრედერიკ დე კლერკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56:
 
[[1989]] წლის 14 აგვისტოს პიტერ ბოტა გადააყენეს და დე კლერკი 20 სექტემბრამდე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით და აიღო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკელების ჩართვას მმართველობის სისტემაში. [[1990]] წელს ციხიდან გაათავისუფლა [[ნელსონ მანდელა]], ლეგალიზაცია დაუბრუნა [[აფრიკის ეროვნული კონგრესი|ეროვნულ კონგრესს]] და პანაფრიკულ კონგრესს.
 
1991 წელს გაუქმდა დისკრიმინაციული კანონი ჯგუფების მიერ განსახლების, მოსახლეობის რეგისტრაციისა და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“.
 
[[1990]] წელს ნელსონ მანდელამ და დე კლერკმა დაიწყეს კონსულტაციები ახალ კონსტიტუციაზე. ამავე წლის დეკემბერში მოიწვისე კონფერენცია მის მოსამზადებლად. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა [[1993]] წლის თებერვალში, რომელზეც მანდელა და დე კელრკი შეთანხმდნენ შეექმნათ გარდამავალი მთავრობა ეროვნული პარტიისა და აფრიკის ეროვნული კონგრესის მონაწილეობით.
 
[[1992]] წელსდე კლერკმა გაათავისუფლა არმიის ყველა ის ოფიცერი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში. ამავდროულად გამოაცხადა ამნისტია ყველა იმ სახელმწიფო ჩინოვნიკისათვის, რომლებმაც [[აპარტეიდი]]ს განმავლობაში ჩაიდინეს დანაშაული.
 
დე კლერკი გახდა პირველი თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელი ლიდერი, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა [[ნიგერია]]ში [[1992]] წლის აპრილში. [[1993]] წლის ივლისში იგი [[აშშ]]-ში გაემგზავრ ანელსონ მანდელასტAნ ერთად.
 
[[1993]] წელს ნელსონ მანდელასთან ერთად გახდა [[ნობელის მშვიდობის პრემია|ნობელის მშვიდობის პრემიის]] ლაურეატი.
 
სამხრეთ აფრიკის პირველ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა, ხოლო ეროვნულმა პარტიამ მიიღო ხმების 21 % და მიიღო უფლება დაენიშნა ვიცე-პრეზიდენტი. დე კლერკი [[ტაბო მბეკი]]სთან ერთად ასრულებდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას [[1994]] წლის 10 მაისიდან [[1996]] წლის 30 ივნისამდე. [[1996]] წელს გადადგა თანამდებობიდან, ხოლო [[1997]] წლის აგვისტოში დატოვა ეროვნული პარტიის ლიდერის თანამდებობაც და წავიდა პოლიტიკიდან.
 
==რესურსები ინტერნეტში==