ფრედერიკ დე კლერკი: განსხვავება გადახედვებს შორის

დე კლერკის ოჯახმა წამყვანი როლი ითამაშა აფრიკანერების საზოგადოებაში, მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ კავშირი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარტიასთან. ფრედერიკის დიდი პაპა იან ვან რუი იყო სენატორი, ხოლო მისი მამა უილიამი იბრძოდა [[ბურების მეორე ომი|ბურების მეორე ომში]]. მისი პაპის მამის, უილიამის დეიდის ქმარი ჯ. გ. სტრიდომი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ფრედერიკის მამა იოჰანეს დე კლერკიც სენატორი იყო, ტრანსვაალში ეროვნული პარტიის მდივანი და შვიდი წლის განმავლობაში სენატის პრეზიდენტი.
 
[[1954]] წლიდან ფრედერიკ დე კლერკი სწავლობდა პოტჩესფსტრუმის უნივერსიტეტში და იგი [[1958]] წელს დაასრულა ხელოვნებისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი გახდა სტუდენტური გაზეთის რედაქტორი, სტუდენტური საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და აფრიკაანსის სტუდენტების ეროვნული აღმასრულებელი საბჭოს წევრი. უნივერსიტეტში იგი გააწევრიანეს აფრკანერების სოციალური ელიტის საიდუმლო ორგანიზაცია „აფრიკანერების საძმოში“. სტუდენტობის პერიოდში ტამაშობდა ჩოგბურთსა და ჰოკეის. უნივერსიტეტშივე დაიწყო ურთიერთობა პრეტორიის უნივერსიტეტის პროფესორის ქალიშვილ მარიკე უილემსესთან. წყვილი დაქორწინდა [[1959]] წელს, მაშინ როდესაც დე კლერკი 23 წლის, ხოლო მისი მეუღლე 22 წლის იყო.
 
[[1972]] წელს მშობლიურმა უნივერსიტეტმა შესთავაზა მუშაობა იურიდიულ კათედრაზე, შემოთავაზებას დე კლერკი დასთანხმდა. რამდენიმე დღეში მას დაუახლოვდნენ ეროვნული პარტიის წევრები და შესთავაზეს ქალაქ ფერინიხინგიდან ეყარა კენჭი სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასამბლეაში. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს კიდეც ასამბლეის წევრად, სადაც მან დაიმსახურა ძლიერი ორატორის რეპუტაცია. 1975 წელს პრემიერ-მინისტრმა [[ჯონ ვორსტერი|ჯონ ვორსტერმა]] იწინასწარმეტყველა, რომ დე კლერკი ერთ დღეს გახდებოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერი. [[1978]] წლის აპრილში დე კლერკი გახდა სოციალური კეთილდღეობისა და პენსიის მინისტრი. მალევე იგი გახდა ფოსტისა და ტელეკომუნიკაციის მინისტრი და დაადრულა ამ სექტორის ელექტროფიკაციის პროცესი. ასევე მუშაობდა სამთო მრეწველობის მინისტრად და დაამყარა პოლიტიკა ნახშირის ექსპორტისა და ატომური ენერგიის კორპორაციის სტრუქტურის შესახებ. შემდეგ იგი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს შეცვალა კანონი შერეული ქორწინების შესახებ. [[1981]] წელს დე კლერკი დააჯილდოვეს მთავრობის სამსახურში შეტანილი წვლილისათვის. როგორც განათლების მინისტრმა 1984 -1989 წლებში მან მხარი დაუჭირა აპარტეიდის სისტემას სამხრეთ აფრიკის სკოლებში.
 
თავისი კარიერის განმავლობაში იგი ცნობილი იყო როგორც მკვეთრი კონსერვატორი, და მას განიხილავდნენ როგორც ცვლილებების ხელის შემშლელ პიროვნებად. იგი აღიქმებოდა, როგორც თეთრების უმცირესობის ინტერესების დამცველი. [[პიტერ ბოტა]]ს მთავრობაში მუშაობის დროს არასოდეს მიეკუთვნებოდა მის გარემოცვას.
[[1970]]-[[1980|80]]-იან წლებში ეკავა დეპუტატის და მინისტრის თანამდებობები. [[1989]] წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და აიღო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკელების ჩართვას მმართველობის სისტემაში. [[1990]] წელს ციხიდან გაათავისუფლა [[ნელსონ მანდელა]], ლეგალიზაცია დაუბრუნა [[აფრიკის ეროვნული კონგრესი|ეროვნულ კონგრესს]] და პანაფრიკულ კონგრესს.
 
პიტერ ბოტა ინსულტის შემდეგ გადააყენეს ეროვნული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან, ხოლო დე კლერკმა ბოტას სასურველი კანდიდატი ბარენ დუ პლესისი დაამარცხა და 1989 წლის 2 თებერვალს იგი აირჩიეს ეროვნული პარტიის ლიდერად. მალევე მან განაცხადა, რომ საჭირო იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც უფრო მეტ უფლებებს მიანიჭებდა არა თეთრი რასის ადამიანებს. პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, დე კლერკმა გააფართოვა საგარეო კონტაქტები. იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში სადაც იგი შეხვდა [[მარგარეტ ტეტჩერი|მარგარეტ ტეტჩერს]]. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ანტი-აპარტეიდის მოძრაობის მოწოდებებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ, შეხვედრაზე ტეტჩერმა მოუწოდა დე კლერკს გაეთავისუფლებინა ციხეში მყოფი ანტი-აპარტეიდის აქტივისტი [[ნელსონ მანდელა]].
[[1993]] წელს ნელსონ მანდელასთან ერთად გახდა [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი [[ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში|მშვიდობის განმტკიცების დარგში]].
 
[[1970]1989]-[[1980|80]]-იან წლებშიწლის ეკავა14 დეპუტატისაგვისტოს პიტერ ბოტა გადააყენეს და მინისტრისდე თანამდებობები.კლერკი [[1989]]20 სექტემბრამდე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო შემდეგ წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით და აიღო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკელების ჩართვას მმართველობის სისტემაში. [[1990]] წელს ციხიდან გაათავისუფლა [[ნელსონ მანდელა]], ლეგალიზაცია დაუბრუნა [[აფრიკის ეროვნული კონგრესი|ეროვნულ კონგრესს]] და პანაფრიკულ კონგრესს.
 
[[1993]] წელს ნელსონ მანდელასთან ერთად გახდა [[ნობელის მშვიდობის პრემია|ნობელის მშვიდობის პრემიის]] ლაურეატი [[ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში|მშვიდობის განმტკიცების დარგში]].
 
==რესურსები ინტერნეტში==