იუკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მდინარე |სახელი = იუკონი |ორიგინალური სახელი =...
(განსხვავება არ არის)

12:26, 24 ივნისი 2020-ის ვერსია

იუკონი (ინგლ. Yukon River) — მდინარე კანადასა და აშშ-ში. ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მთავარი წყლის ნაკადი. სათავე აქვს ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში, საიდანაც მიედინება კანადის იუკონის ტერიტორიაზე, რომელსაც სახელი მდინარის გავლენით ეწოდა. მდინარის ქვემო ნახევარი მოქცეულია აშშ-ში, ალასკაში. იუკონის სიგრძეა 3190 კმ, ერთვის ბერინგის ზღვას იუკონ-კუსკოკვიმის დელტით. წყლის საშუალო ხარჯია 6430 მ³/წმ, აუზის საერთო ფართობი 854,700 კმ², რომელთაგან 323,800 კმ² კანადის ტერიტორიაზეა. მდინარის აუზის საერთო ფართობი 25%-ით მეტია ვიდრე ტეხასის შტატი ან ალბერტის პროვინცია.

იუკონი
იუკონი ვიკისაწყობში

როგორც ალასკისა და იუკონის უგრძესი მდინარე იგი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალება იყო კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს 1896–1903 წლებში. მდინარის ნაწილი იუკონში — მონაკვეთი „ოცდაათი მილი“ ლაბერჟის ტბიდან მდინარე ტესლინამდე — ეროვნული მემკვიდრეობისაა და კლონდაიკის ციებ-ცხელების ეროვნული ისტორიული პარკის ერთეული. მდინარის გემის წყლის ბორბალი იუკონზე სვლას 1950-იან წლებამდე აგრძელებდა, მანამ კლონდაიკის გზატკეცილი არ აშენდა. 1867 წელს აშშ-ის მიერ ალასკის ყიდვის შემდეგ, ალასკის კომერციულმა კომპანიამ შეიძინა რუსეთ-ამერიკის კომპანიის აქტივები და იუკონის სხვადასხვა ადგილში ააშენა რამდენიმე პოსტი.

მდინარე იუკონი ბინძურდება სამხედრო ობიექტების, ნაგავსაყრელების, ჩამდინარე წყლებისა და სხვა წყაროების გამო. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მდინარე არ შეყავს დაზიანებული წყალშემკრების სიაში და აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის წყლის ხარისხის მონაცემებმა აჩვენეს სიმღვრივის, ლითონების, გახსნილი ჟანგბადის შედარებით კარგი დონე. მდინარე იუკონსა და მაკენზის ციმბირის არქტიკულ მდინარეებთან შედარებით აქვთ შეტივტივებული ნატანის უფრო მაღალი კონცენტრაცია.