ქრისტიანობის ქრონოლოგიური სისტემები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''ქრისტიანობის ქრონოლოგიური სისტემები''' — წელთაღრიცხვის სისტემები, რომლებიც განვითარდა და ჩამოყალიბდა ქრისტიანულ სამყაროში, მისი არსებობის მანძილზე.
 
==ისტორია==
პირველად ადრექრისტიანულმა აპოლოგეტებმა მიმართეს მსოფლიო ქრონოლოგიას, რათა ეჩვენებინათ კერპთთაყვანისმცემელთათვის რომ მათი რწმენა არ წარმოადგენდა „რელიგიურ სიახლეს“. ამის განსახორციელებლად საჭირო გახდა ძველბერძნული ისტორიის — ძველი აღთქმასთან სინქრონულ შესაბამისობაში მოყვანა. ავტორთა შორის, რომლებმაც აღიშნულ სფეროში დაიხარჯნენ, გამოირჩეოდნენ: ტიმოთე (ორფეისა და გედეონის ეპოქების შემრწყობი), იუსტინე მოწამე, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი და სხვები. აქვე ჩვენ პირველად ვაწყდებით ბიბლიური ქრონოლოგიის „ადამიდან“ — ცეზარების ეპოქებთან შეთანხმებას.