ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ტიბეტის მთიანეთში განვითარებულა მაღალმთიანეთის სტეპისა და უდაბნოს ნიადაგები, კიდეებზე — მდელოსტეპისა და მთის მდელოს ნიადაგები. ჭარბობს მაღალმთიანეთის ცივი უდაბნო და ნახევარუდაბნო მეჩხერი ბალახებითა და ბუჩქბალახებით, გვხვდება მარცვლოვანებიც. ჩანგტანის ჩრდილოეთ ნაწილში ხავსები და მღიერებია, ადგილ-ადგილ — მდელოები. ტიბეტის მთიანეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ კიდეზე მთის სტეპია, მდინარეთა ხეობების გასწვრივ — ბუჩქნარი და ტუგაის ტყე.
 
ცხოველებიდან ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობენ გარეული ჩლიქოსნები: [[იაკი]], ანტილოპები — [[ორონგო]] და [[ადა]], [[კიანგი]], [[კუკუიამანი]], [[არხარი]]; ბევრია [[კურდღელი]], [[მგლინავა]], [[მემინდვრია]]. მტაცებლებიდან გვხვდება [[დათვი]], [[მგელი]], [[მელა]], [[ტურა]], [[ჯიქი]]; ფრინველებიდან — [[შურთხი]], [[ჩვეულებრივი საჯა]], [[მთიულა]], [[ჰიმალაიური ორბი]], [[გრძელკუდა ფსოვი]] და სხვა. სამხრეთ და აღმოსავლეთ კიდეზე მდელოსტეპის ცხოველებია — [[მუშკი]]; ფრინველებიდან — [[ხოხობი]], [[მტრედი]], [[ძერა]], [[შავარდენი]] და სხვა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==