ნაგიბ მაჰფუზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
მაჰფუზის ნამუშევრები [[XX საუკუნე]]ში ეგვიპტის განვითარებას შეეხება და აღწერს, თუ როგორ აისახებოდა დასავლური და აღმოსავლური სამყაროების კულტურული და ინტელექტუალური გავლენა ეგვიპტელ ხალხზე. მწერალი საზღვარგარეთულ ლიტერატურას ბავშვობიდანვე დიდი ენთუზიაზმით ეცნობოდა. იგი ინტერესით კითხულობდა დასავლურ დეტექტივებს და რუს კლასიკოსებს, აგრეთვე თანამედროვე მწერლებსაც ეცნობოდა, რომელთა შორის იყვნენ [[მარსელ პრუსტი]], [[ფრანც კაფკა]] და [[ჯეიმს ჯოისი]]. მაჰფუზის მოთხრობებში მოქმედება თითქმის ყოველთვის კაიროს პოპულარულ უბნებში ხდება, სადაც მისი პერსონაჟები, რომლებიც ძირითადად უბრალო ადამიანები არიან, ცდილობენ ფეხი აუწყონ საზოგადოების მოდერნიზაციას. მწერალი დასავლური ღირებულებების მიმართ მათ დამოკიდებულებას აღწერს.<ref name="aucp"/>
 
1950-იანი წლების მწერლის ძირითადი ნაშრომი ''„კაიროს ტრილოგიაა“'', რომელიც სამი რომანისგან შედგება. ტრილოგია პირველი მსოფლიო ომიდან მეფე [[ფარუკი (ეგვიპტე)|ფარუკ I]]-ის ტახტიდან ჩამოგდებამდე სამი თაობის მანძილზე ეგვიპტური ოჯახის ცხოვრებას აღწერს. ტრილოგიის დასრულების შემდეგ, მაჰფუზი რამოდენიმე წლის მანძილზე აღარ წერდა. მან ლიტერატურული მოღვაწეობა 1959 წელს განაახლა.<ref name="aucp"/>
 
ასევე პოპულარობით სარგებლობს მაჰფუზის 1966 წლის რომანი ''„ნილოსის დინება“'', რომელიც [[გამალ აბდელ ნასერი|გამალ ნასერის]] მმართველობის პერიოდში ეგვიპტური საზოგადოების დეკადანსს აკრიტიკებს. რომანი ეგვიპტის მესამე პრეზიდენტმა, [[ანვარ ალ-სადათი|ანვარ ალ-სადათმა]] პრეზიდენტ ნასერის მხარდამჭერთა მხრიდან პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად აკრძალა. რომანის მიხედვით ეგვიპტელმა [[რეჟისორი|რეჟისორმა]], ჰუსეინ კამალმა 1971 წელს ფილმი გადაიღო.
ხაზი 34:
მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია რომანი ''„ჩვენი უბნის შვილები“'', რომელიც [[ალეგორია|ალეგორიულად]] კაცობრიობის სულიერ ისტორიას ასახავს. რომანი თავდაპირველად ყოველდღიურ ჟურნალ ''„Al-Ahram“''-ში სერიების სახით იბეჭდებოდა. რელიგიურ ავტორიტეტთა მკაცრი წინააღმდეგობის გამო, რომელთაც რომანი ღვთისგმობად მიიჩნიეს, ეგვიპტეში მისი გამოცემა აიკრძალა.<ref>Hafez, Sabry: "Introduction" to ''The Cairo Trilogy''. Cairo: American University in Cairo Press, 2001. pg xxxiv.</ref> „ჩვენი უბნის შვილები“ სრული სახით პირველად 1967 წელს [[ლიბანი|ლიბანში]] გამოქვეყნდა, ხოლო ეგვიპტეში - 2006 წელს.
 
1960-იან წლებში მაჰფუზმა კაცობრიობისთავის ღმერთისგანეგზისტენციალურ დაშორების თემარომანებში კიდევ უფრო განავითარა თავისკაცობრიობის ეგზისტენციალურღმერთისგან რომანებშიდაშორების თემა. 1961 წლის რომანი „ქურდი და ძაღლები“ [[მარქსიზმი]]ს მიმდევარი ქურდის ბედისწერაზეა, რომელიც ციხიდან გამოვიდა და შურისძიებას გეგმავს.<ref name="aucp"/>
 
1960-იან და 1970-იან წლებში მაჰფუზმა აქტიურად დაიწყო რომანებში შინაგანი მონოლოგების ჩართვა. 1967 წლის რომანში „მირამარი“ ერთდროულად რამოდენიმე მთხრობელს ვხვდებით, სადაც თითოეული პერსონაჟი განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას გამოხატავს.
 
რომანის „სასწაულების ხეივანი“ მიხედვით 1995 წელს მექსიკელმა რეჟისორმა, ხორხე ფონსმა ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს [[სელმა ჰაიეკი]] ასრულებს.
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაგიბ_მაჰფუზი“-დან