კოლონიალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდგომ პოსტ-კოლონიურ პერიოდში მომწიფდა „დამოკიდებულების თეორია“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას მოდერნიზაციის საფეხურეობრივი თეორიის საწინააღმდეგოდ. პოსტ-კოლონიურ ქვეყნებს არ შეეძლოთ ინდუსტრიალიზებული ეკონომიკებისთვის კონკურენციის გაწევა მაღალ ტექნოლოგიურ საექსპორტო პროდუქციაში და, როგორც კოლონიური ეკონომიკა, გლობალურ ეკონომიკაში ნედლი მასალის მიმწოდებლად და იაფი მუშა ხელის მქონე შედარებით უპირატესობის მქონე ქვეყნებად დარჩნენ. დამოკიდებულების თეორიაში უკანა ფონზე გადადის იმპერიალიზმის კლასიკური გაგება, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ და სამხედრო დომინაციას მოიაზრებს და ყურადღება მახვილდება კორპორაციების ძალაუფლებაზე, გლობალურ შრომის დანაწილებაზე, არათანაბარ განვითარებაზე და არათანაბარ გაცვლაზე ცენტრის და პერიფერიის ქვეყნებს შორის. აუცილებელია, განვასხვაოთ დამოკიდებულების თეორია მარქსისტული იმპერიალიზმის თეორიებისგან, რადგან ეს უკანასკნელი მეტ წილად ეხება იმპერიალიზმის წარმოშობის საფუძვლებს, როგორც პირველი იმპერიალისტური და კოლონიური წარსულის შედეგებს.
 
„დამოკიდებულების“ თეორია თავდაპირველად განავითარა „[[გაერო]]-ს“ [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] კომისიის ხელმძღვანელმა [[რაულ პრებიშმა]]. „ნეოკლასიკური თეორიის საპირისპიროდ ხშირად ეს პირიქით იყო და მდიდარი ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობა ხელს უშლიდა ღარიბი ქვეყნების განვითარებას“ . პრებიშის თეორია მარტივ ეკონომიკურ თეზას ეფუძნებოდა - ღარიბი ქვეყნები ახდენენ პირველადი (ნედლი) საქონლის ექსპორტს მდიდარ რეგიონებში, რომლებიც მათ გადაამუშავებენ და კვლავ საბოლოო პროდუქტის სახით უკან მათზე ყიდიან. ამ სქემის მიხედვით, გლობალური ღირებულების ჯაჭვში ყველაზე ნაკლებ დამატებით ღირებულებას ქმნიან პირველად წარმოებაში სპეციალიზებული ქვეყნები, შესაბამისად, მათი ბალანსი მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტის შეძენისას მუდმივად უარყოფითი იქნება. პრებიშის აზრით, გამოსავალი იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა იყო. ესეთი პოლიტიკა აქტიურად გატარდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, თუმცა ბევრი ეკონომისტის აზრით ჩავარდა. დამოკიდებულების თეორია საუბრობს შრომის სართაშორისოსაერთაშორისო დანაწილების იერარქიაზე, ამიტომ ის დამოკიდებულ ქვეყნებს მიიჩნევს კაპიტალისტური ეკონომიკის ინტეგრალურ ნაწილად. რამდენადაც დამოკიდებულების თეორია აერთიანებს ცენტრის და პერიფერიის ურთიერთობას ერთიან სისტემაში, ის განასხვავებს „ჩამორჩენილობას“ და „განუვითარებლობას“. ჩამორჩენილობა უკავშირდებოდა რაიმე რესურსების გამოყენების ნაკლებობას, როდესაც „განუვითარებლობა“ მიეუთითებს რესურსების გამოყენებაზე, თუმცა ცენტრის ქვეყნების სასარგებლოდ. ამ გაყოფით დამოკიდებულების თეორეტიკოსები მიგვითითებენ, რომ „განუვითარებლობა“ გამოწვეულია არა კულტურული მახასიათებლებით, არამედ კაპიტალისტურ სისტემაში ინტეგრაციით, რომელშიც ამ ქვეყნებს ნედლი მასალის და იაფი მუშა ხელის მიწოდების „შედარებითი უპირატესობა“ გააჩნიათ, რითაც ჩამოცილებულნი არიან კონკურენციას ცენტრის ქვეყნებთან .
 
==პატნაიკების თეორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოლონიალიზმი“-დან