კომკავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
|ადგილები3 =
}}
'''სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი''' (ან უბრალოდ შემოკლებით ''საკ. ალკკ;'' '''''კომკავშირი'''''; {{lang-ru|Комсомол}}) — საბჭოთა ახალგაზრდობის მასობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია. წარმოადგენდა [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირის]] კომუნისტური პარტიის აქტიურ თანაშემწესა და რეზერვს; დახმარებას უწევდა პარტიას ახალგაზრდობის [[კომუნიზმი|კომუნიზმის]] სულისკვეთებით აღზრდაში. რუსეთის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი (''რაკკ'') შეიქმნა [[1918|1918 წლის]] [[29 ოქტომბერი|29 ოქტომბერს]] მუშა და გლეხი ახალგაზრდობის კავშირებისა სრულიად რუსეთის I ყრილობაზე. [[1924]] წლის [[ივლისი|ივლისში]] ''რაკკს'' — [[ვლადიმერ ლენინი|ვლადიმერ ლენინის]] სახელი მიეკუთვნა — ''რუსეთის ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი'' (''რალკკ''). [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის]] შექმნასთან დაკვშირებითდაკავშირებით ([[1925]] წელი) [[1926]] წლის [[მარტი|მარტს]] კომკავშირს ეწოდა ''საკავშირო ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი''. სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის წესდების მიხედვით, კომკავშირში იღებდნენ 14-იდან 28 წლამდე ასაკის მოწინავე ახალგაზრდებს.
 
კომკავშირი წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის საიმედო რეზერვს. მისი მთავარი ამოცანა იყო პარტიისადმი დახმარების გაწევა ქალიშვილებისა და ჭაბუკების აღზრდის საქმეში, [[მარქსიზმ-ლენინიზმი]]ს იდეებზე, რევოლუციური ბრძოლის გმირულ ტრადიციებზე, მუშების, კოლმეურნეების ინტელიგენციის შრომის მაგალითებზე, ჩაუნერგოს და განუმტკიცოს მოზარდ თაობას კლასობრივი მიდგომა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მოვლენისადმი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომკავშირი“-დან