ვაჟა აზარაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 99:
ვაჟა აზარაშვილი ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფ. [[ალექსანდრე შავერზაშვილი]]ს<ref>{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003970/ |title=ალექსანდრე შავერზაშვილი |accessdate=21 ივნისი, 2020 |work=საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი}}</ref> კომპოზიციის კლასი) და [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში]] (პროფ. [[იონა ტუსკია]]ს კომპოზიციის კლასი) მიიღო.
 
19641961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. [[ანდრია ბალანჩივაძე|ანდრია ბალანჩივაძის]] ხელმძღვანელობით.
1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამჟამად იგი სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია. 1998–2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.<ref>[http://www.tbilisi.gov.ge/index.php?sec_id=2884&lang_id=GEO თბილისის მერია]</ref>
 
ხაზი 108:
[[1982]] წელს შედგა ბალეტ „ხევისბერის“ პრემიერა. ნაწარმოებზე მუშაობისას ფშაური მუსიკალური ფოლკლორის კანონზომიერებებზე დაყრდნობით კომპოზიტორმა თანამედროვე გამომსახველობითი ხერხებიც გამოიყენა. [[90-იანები|90-იან]] წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა სუიტა „ძველი თბილისის სურათები“, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „პოეტის აღსარება“, „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე“,<ref>ამ ნაწარმოებმა 2003 წელს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა</ref> რამდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა.
 
[[1995]] წელს ვაჟა აზარაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მუსიკალური კომედიის ჟანრს, როდესაც შექმნა თავისი საუკეთესო [[მიუზიკლი]] „მეჩექმე გაბო“.
 
მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მუშაობს [[მსუბუქი მუსიკა|საესტრადო მუსიკის]] სფეროში. ქართული კლასიკური პოეზიიდან კომპოზიტორი ხშირად მიმართავს [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს ქმნილებებს, ხოლო თანამედროვე პოეტებიდან — [[მორის ფოცხიშვილი]]ს და [[პეტრე გრუზინსკი]]ს ლექსებს.