ხუან მანუელ სანტოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 103:
 
===სამშვიდობო შეთანხმება FARC-EP-თან, ნობელი და დალოგი ELN-სთან===
თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ხუან მანუელ სანტოსმა დაიწყო დაახლოება FARC-EP-თან (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები — ხალხის არმია), რათა საბოლოოოდ დაესრულებინა შეიარაღებული კონფლიქტი ქვეყნის შიგნით. სამშვიდობო დიალოგი გაიმართა [[2011]] წლის 1 მარტს და [[2012]] წლის 18 ოქტომბერს [[ნორვეგია|ნორვეგიის]] დედაქალაქ [[ოსლო]]ში. [[2016]] წლის 24 აგვისტოს კოლუმბიის მთავრობისა და FARC-EP-ის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა [[2016]] წლის 26 სექტემბერს კარტახენაში, მაგრამ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შეთანხმების რატიფიკაცია არ მოხდა.
 
შემდეგ დღეებში სანტოსმა დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა გაეფორმებინათ ახალი, შეცვლილი სახის შეთანხმება FARC-EP-თან. პლებისციტიდან თვენახევრის შემდეგ, 12 ნოემბერს დაიდო ახალი, მცირე შეთანხმება, რომ;ლის რატიფიკაციაც მოხდა 1 დეკემბერს და ხელშეკრულება მოქმედებს დღევანდელ დღემდე.
 
ამ შეთანხმებამ ხუან მანუელ სანტოსს [[2016]] წელს მოუტანა [[ნობელის მშვიდობის პრემია]].
 
მიუხედავად ამ მიღწევებისა, პრეზიდენტმა სანტოსმა [[2016]] წლის მარტში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებებს იწყებს სხვა შეიარაღებულ პარტიზანულ დაჯგუფებასთან, ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიასთან (ELN), თუმცა დიალოგის დაწყება შეცერდა მანამ, სანამ ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმია არ გაათავისუფლებდა მძევლებს. ყოფილი კონგრესმენის ოდინა სანჩეს მონტეს დე ოკის გათავისუფლების შემდეგ, [[2017]] წლის 4 თებერვალს ხელისუფლება შეეცადა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა პარტიზანული დაჯგუფება. ამრიგად, ეს იყო პარტიზანებთან შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების მცდელობა.
 
==პირადი ცხოვრება==